kids.ge logo

მყინვარწვერი

ფავორიტებში დამატება

„დე იყოს სხვისი მთები უფრო მაღალი,
დე იყოს სხვისი ზეცა ჩემსაზე ლურჯი,
აქ სიჩუმეში მყინვარწვერის ისმის ღაღადი,
აქ იდუმალი მხატვრის ნატიფი ფუნჯით
მოხატულია მინდორ- ველი,მეფის დარბაზი,
თეთრი ღრუბლები კი გაშლილია ბარაღებად,
ოქროს სხივებში ჩაძირული წმინდა ტაძარი
საკმეველივით ზეცად აღუვლენს ლოცვას სამებას.
მადლის სისავსით ანთებული როგორც ლამპარი
აქ სხვანარად გალობს სული და მთა-ბურჯები,
დე იყოს სხვისი ზეცა უფრო ლამაზი,
დე იყოს სხვისი მთები უფრო ლურჯები.“

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ვარდი და ბულბულიგაზაფხულდა, მისი მოსვლით ყვავილები ხარობს, ვარდს ბულბული ეუბნება: რა ლამაზი ხარო, წამო, ერთად ვინავარდოთ,...გაზაფხულიყოჩივარდამ გაიღვიძა, გაახილა თვალი, ლოკოკინას უთენია გაუვლია კვალი. გაზაფხული მოსულა და ვაი, ზამთრის ბრალ...მეზღვაურიმინდა გავხდე მეზღვაური, როცა დიდი ვიქნები, ცხრა ზღვის ტალღებს გადავცურავ, კი არ შევუშინდები. თოლიების თეთ...კატუნა და თაგუნაფისუნია კატუნას თაგვის ჭერა არ უნდა, ურჩევნია ამ ზარმაცს ორცხობილა კნატუნა. ერთხელ. თურმე მზის გულზე წამო...მზესაც სცხელამოლივლივე მზის ტალღები აქეთ-იქით მარწევს, ისე ცხელა, მზეც კი ცდილობს სიგრილეში დაწვეს, ეფარება ღრუბელს ის...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026