kids.ge logo

დაზუზუნებს ფუტკარი

ფავორიტებში დამატება

მე პატარა ფუტკარი ვარ,
შენ-პატარა ყვავილი,
გაზაფხულის მეგზურობა
ნუ გგონიათ ადვილი.
მე მთელი დღე დავზუზუნებ,
არ ვისვენებ წამით,
შენ მთავაზობ ტკბილ წვენს?
მაშ, მე
თაფლს მოგართმევ ჯამით!
მზინი დღე იწურება,
საღამოა გვინი,
ხედავთ? სკაში უხვად მაქვს
თაფლი ბარაქინი!
ფუტკარს,- გარჯას ნაჩვევს,
მეძახიან მარჯვეს,
შენ ველ-მინდვრებს შვენი,
მასვი ტკბილი წვენი.
სიცოცხლე უხარითო,-
ალბათ ჩვენზე უთქვამთ,
შენ-პატარა ყვავილს,
მე-პატარა ფუტკარს!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ვაშლილოყაწითელა, შაქარა ვაშლი მიგორდა თაკოსთან: -გემრიელი ვარ, პატარავ,- სურნელოვანი, ტკბილიო! შენი ვარ, ჩაიტკ...ნუცას უთოდედიკომ ნუცას უყიდა სათამაშო უთო. ნუცა ფუსფუსა გოგოა, საქმეს არვის უთმობს. დაფაცურდა, დატრიალდა, მოინდომა...ყაყაჩოყაყაჩო ვარ მოცქრიალე, ქარში ლაღად მოფრიალე! მშვენიერი არ ვარ განა?- გაზაფხულმა მომიყვანა! მზე სხივებით მო...ბურთიბურთი თურმე მათეს ბებო ანამ ჭრელი ბურთი მოუტანა, და მას შემდეგ თურმე მათე დღე და ღამე იმ ბურთს დასდევს. ბ...სამი თვე-სამი ძმობილისამი თვე-სამი ძმობილი, სამივე მეტად ცნობილი, სამივე ზამთრის სახელით ერთმანეთს ხმაშეწყობილი. წელიწადის დრო...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026