kids.ge logo

დაფრინავენ ჩიტუნები

ფავორიტებში დამატება

რომ ვუმზერ გაშლილ ველ-მინდვრებს
და აყვავებულ ტყისპირებს,
მდელოს-ათასფრად დაქარგულს,
ხავერდივით რომ ბიბინებს,
ფრთა მესხმის სიხარულისგან,
ვიღიმი, ტკბილად ვღიღინებ...
თავს მზე დაგვნათის ცხრათვალა,
ზეცა მიცინის კრილა,
ჩიტმა მეგობრად ჩამთვალა,
ჭიკჭიკით გადამირა.
ღმერთო, ეს ჩიტი მიცოცხლე,
არ გაჩინო ირა!
მთას ლურჯი ქუდი უხდება,
წყარო წმინდაა, კრილა...
ჩიტმა მეგობრად ჩამთვალა,-
ჭიკჭიკით გადამირა!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

თუთიყუში ჟაკომხოლოდ ერთი სიტყვა იცის თუთიყუშმა ჟაკომ. უკვირთ ბავშვებს,- არ უნდაო დაგველაპარაკოს. მამამ ახლახან უყიდა, ...ანა ანბანს სწავლობსარა გახარებთ განაო?- ანბანს სწავლობს ანაო. სხაპასხუპით რაკრაკებს „იას“, „აი იასო,“ წიგნს კითხულობს გოგონა...ატმის ხე ჯოხს ეუბნებაატმის ხე ჯოხს ეუბნება: -ვიცი, ეს დღეც დადგებოდა, ქვეშ საყრდენად რომ არ მედგე, ტოტი ჩამომატყდებოდა... ახლა...ქარიქარი დაჰქრის შარა-შარა, მთა და ბარი გაამწარა. აქეთ ეცა, იქით ეცა, გადაიქცა ლამის მხეცად. ეცა ტყემალს, ეცა...ნეტავი, ბიჭო შენს დედას!ნეტავი, ბიჭო შენს დედას! ასეთი შვილით იხაროს! ნეტავი, ბიჭო, შენს მამას! რა შვილი გაუზრდიხარო! სწავლაც გიყ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026