kids.ge logo

კახა მიდის სკოლაში

ფავორიტებში დამატება

ნაბანა, ანაბანა,
დედამ წიგნი მომიტანა, -
კობის დედანა,
საქართველოს მზე და რწმენა.

-მუდამ გქონდეს ამ დღის ხსოვნა!-
კოხტა ჩანთა მისახსოვრა.
შემომცინის ბებო თანაც:
-ბიჭი უნდა შენისთანა!

სკოლისკენ მიმაცილებენ
გოგა, კობა, თაკო, ლელა...
მოსწავლე რომ გავხდი უკვე
ხარია ყველას, ყველას.

-აბა, შვილო, გვასახელე!
დედიკონა მკოცნის ტკბილად,-
ყოჩაღე, გაზარდე
ქვეყნის სასახელო შვილად!

ჩემი ქვეყნის მზე დამნათის,
ოქროსფერი სხივით მლოცავს:
-ასახელე საქართველო,
დიდი ბიჭი გახდე როცა!

სკოლისკენ მიმაცილებენ
საქართველოს ლურჯი მთები,
ჩემი ქვეყნის სიყვარულმა
გამომასხას ლამის ფრთები.

სიხარულით შევისწავლი,
ჩემი ხალხის ანაბანას,
მთელ ქვეყანას ვათქმევინებ:
-ყოჩაღ, ქართველს ამისთანას!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ვარსკვლავებსაც უხარიათვარსკვლავებსაც უხარიათ ახალი წლის მობრძანება, ღრუბლები არ გაიკარეს, ანათებენ ნება-ნება... ციმციმებენ, გვე...დაგვიზამთრდა, ჩიტუნებო!-დაგვიზამთრდა. ჩიტუნებო, სად ხართ? ახლა რას შვრებით? -ახლა ზამთარს ვეგებებით, ფიფქებს ვეთამაშებით. ბეღურე...ტახი ზამთარს უბრაზდებამოვიდა ზამთარი თოვლიანი, მოვიდა ზამთარი ჯანღიანი! ფიფქების ცვენა არ ახალისებს... ტახი რად ბრძანდება ჯავრი...ანა ანბანს სწავლობსარა გახარებთ განაო?- ანბანს სწავლობს ანაო. სხაპასხუპით რაკრაკებს „იას“, „აი იასო,“ წიგნს კითხულობს გოგონა...ბეღურამიწას თოვლი ეფინა, სუსხი იყო, ციოდა, ციდან თოვლის ფანტელი ხვავრიელად ცვიოდა. მინდვრებს, ტყეებს, მდელოებს ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026