kids.ge logo

კახა მიდის სკოლაში

ფავორიტებში დამატება

ნაბანა, ანაბანა,
დედამ წიგნი მომიტანა, -
კობის დედანა,
საქართველოს მზე და რწმენა.

-მუდამ გქონდეს ამ დღის ხსოვნა!-
კოხტა ჩანთა მისახსოვრა.
შემომცინის ბებო თანაც:
-ბიჭი უნდა შენისთანა!

სკოლისკენ მიმაცილებენ
გოგა, კობა, თაკო, ლელა...
მოსწავლე რომ გავხდი უკვე
ხარია ყველას, ყველას.

-აბა, შვილო, გვასახელე!
დედიკონა მკოცნის ტკბილად,-
ყოჩაღე, გაზარდე
ქვეყნის სასახელო შვილად!

ჩემი ქვეყნის მზე დამნათის,
ოქროსფერი სხივით მლოცავს:
-ასახელე საქართველო,
დიდი ბიჭი გახდე როცა!

სკოლისკენ მიმაცილებენ
საქართველოს ლურჯი მთები,
ჩემი ქვეყნის სიყვარულმა
გამომასხას ლამის ფრთები.

სიხარულით შევისწავლი,
ჩემი ხალხის ანაბანას,
მთელ ქვეყანას ვათქმევინებ:
-ყოჩაღ, ქართველს ამისთანას!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მე ვარ სიომე ვარ სიო-ცელქი სიო, გაზაფხულის ნაზი სიო, მომენატრა ყვავილებთან გართობა და თამაშიო. ისე უნდა დავუბერო, ი...შობაა!შობაა! ციმციმებს ათასი სანთელი! შობაა! მოგეფინოთ ღვთის მადლი, ნათელი! ხატს ვეამბორები უმანკო კოცნით, ღმერ...ეს რა ლამაზი გზებია!შორს ლილისფერი მთებია, ზემოთ ღრუბლები ჩნდებიან, ზოგჯერ მთის წვერზე სხდებიან, ზოგჯერ კი ყალყზე დგებიან. მა...ჩვენი სახლი, ჩვენი ოჯახი-რასა აქვს კედლები მტკიცე, კარი, ფანჯარა, კიბე? გარშემო აივანი, მოაჯირები ხისა, ლამაზი სახურავი, ოთახებს ...ირმები მთიდან ბარში ჩადიანეს ზამთარი მეთოვლია იცით, ზოგჯერ როგორია? პირქუში და ღრუბლიანი, ქარიანი, სუსხიანი... მოჭრაჭუნეთოვლიანი, მ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026