kids.ge logo

ჩვენი სახლი, ჩვენი ოჯახი

ფავორიტებში დამატება

-რასა აქვს კედლები მტკიცე,
კარი, ფანჯარა, კიბე?
გარშემო ავანი,
მოჯირები ხისა,
ლამაზი სახურავი,
თახებს შუქი მზისა?
-ეს არის სახლი ჩვენი,
ამ ლამაზ ეზოს შვენის.
-ვინ ცხოვრობს,
ვინ ცხოვრობს ამ სახლში
შვილების დიდ იმედად?
ეს არის ჩვენი დედა!
ვის ვხედავთ სახლში მუდამ
მზრუნველს, ძლიერსა და მამაცს?
-ეს არის ჩვენი მამა!
კიდევ ვინ ცხოვრობს ამ სახლში?
რა ჰქვია ვერცხლისთმებიანს?
-ეს არის ჩვენი ბებია!
-ვინ ცხოვრობს კიდევ ამ სახლში?
შვილიშვილს რომ იფიცებს ღაბუას?
-ეს არის ჩვენი ბაბუა!
მათ გვერდით სახლში მეც ვცხოვრობ,
მამიკოსავით მამაცი,
აქ ცხოვრობს ჩემი დაკოც,
დედიკოსავით ლამაზი.
სიკეთით და სიყვარულით
ბრწყინავს აქ ყველა ოთახი...
-ვინ ცხოვრობს,
ვინ ცხოვრობს ამ სახლში?
-ერთი ლამაზი ოჯახი!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მოდი და ინატრე!ახალი წლის დადგა ღამე, მოდი, შენც ინატრე რამე... მე ვინატრებ, დიდ-პატარა მშვიდობისთვის ზრუნავდეს. -ბედნიე...აპრილიმარტმა -გაზაფხულის შვილმა გააღვიძა მზე როცა, ადგა და თავისი ტახტი აპრილს გადაულოცა. -მეც ხომ გაზაფხულის ძ...წელო, წელო, ახალო!ქარი ქრის. მზე თავს მალავს ღრუბლის ფაფუკ უბეში, ჩიტუნია ჩიორა მობუზულა ბუდეში. სიკეთით შემოსულო, იცი, რა ...ბეღურამერცხლის მიტოვებულ ბუდეს არ შორდება ბეღურა. ნეტავ, რატომ ვერ ისვენებს? ნეტავ, რა მოეყურა? ნეტავ, ჩუმი საყ...ხიდიესეც საქმე დიდი! გავაკეთოთ ხიდი! აგურის თუ რკინის? ბამბუკის თუ ტინის? კარგად ჩავამაგროთ ის ბურჯები წყალში...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026