kids.ge logo

ანა ანბანს სწავლობს

ფავორიტებში დამატება

რა გახარებთ განაო?-
ანბანს სწავლობს ანაო.
სხაპასხუპით რაკრაკებს
„იას“, „აი იასო,“
წიგნს კითხულობს გოგონა
ლამაზფურცლებიანსო.
სიხარულით ისწავლა
მშობლირი ანბანი,
ყველას უნდა ვუამბო
მისი გარჯის ამბავი,
თუ როგორ გაიხარა,
თუ როგორ გაიხარა,
სიტყვები რომ ისწავლა
მან მძივებად ასხმული:
„დედაენა,“ „სამშობლო,“
„საქართველო,“ „მამული.“

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ყაყაჩოყაყაჩო ვარ მოცქრიალე, ქარში ლაღად მოფრიალე! მშვენიერი არ ვარ განა?- გაზაფხულმა მომიყვანა! მზე სხივებით მო...ჩემი სოფელილილისფერ მთათა გადაღმა ელვარებს როგორც ალმასი, იცით, ამ სოფელს რა ჰქვია? -სოფელი... „ასე ლამაზი!“ წყარომ ...ზამთარი მოვიდა!მოვიდა ზამთარი მეთოვლია, მოვიდა ზამთარი მხიარული, ციგაზე შემომჯდარი პატარები, თოვლში სრიალებენ ჟრიამულით....ბურთიბურთი თურმე მათეს ბებო ანამ ჭრელი ბურთი მოუტანა, და მას შემდეგ თურმე მათე დღე და ღამე იმ ბურთს დასდევს. ბ...თანაკლასელებთანორშაბათი დამდგარაო!- ოქროს მზემ ცა მოგვიხატა, სკოლისაკენ სიხარულით მიიჩქარის დიდ-პატარა. სამშაბათსაც მზე ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026