kids.ge logo

ცეკვა

ფავორიტებში დამატება

ჩამორე მდელოზე
ლამაზო ცეკვავ, ქართულო!
მიამბე საქართველოზე,
ზღაპრულო ცეკვავ, ქართულო!
დაისხი, ფრთები დაისხი!
არწივთა ცეკვავ, ქართულო!
ტაში ცის კიდით გაისმის,
ცირო ცეკვავ, ქართულო!
კვლავ ასახელე ქვეყანა,
საქვეყნო ცეკვავ, ქართულო!
ცამრგვალი ცეკვავს, ტრილებს,
ფიცხელო ცეკვავ, ქართულო!
მზეც კი შენს ირგვლივ ბზრილებს,
მზირო ცეკვავ, ქართულო!
ამბებს გვიყვები წარსულზე,
წინაპართ ცეკვავ, ქართულო!
წარსულზე-აწ გარდასულზე,
გავთა ცეკვავ, ქართულო!
ძველი ხარ ლეგენდებივით,
გრძნელო ცეკვავ, ქართულო!
მაღალი ჩვენი მთებივით,
მაყო ცეკვავ, ქართულო!
ცად ატაცე გრძნობები,
ცირო ცეკვავ, ქართულო!
მარადილი იქნები,
მიყვარხარ, ცეკვავ ქართულო!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

წვიმაწკაპი-წკუპი-წკაპუნა, მე წვიმა ვარ შხაპუნა, ჩქარა, გარეთ გამოდით, ნინიკო და პაპუნა! გესმით? ფანჯრის მინაზე...ზღაპარელა-ზღაპარო!-ახლა ვის ამბავს ჰყვები, ზღაპარელა-ზღაპარო? გვიხმე, შემოგვატარე ჯადოსნური სამყარო. -მე ფიფქიას წიგნი ვარ!...დათვის ბუნაგთანუხვი თოვლით დამდგარი ტყეს გაუტკბა ზამთარი, ჩათბა, უცებ ჩამყუდროვდა, წუხელ მთელი ღამე თოვდა... ირგვლივ ზამ...ციდან ღრუბელი გამოიპარაეს ღრუბელი-ხეტიალა ციდან დედას გაეპარა, განა შედგა ცისკიდურზე, განა მთის წვერს გაეკარა, განა ქუდად დაეხურ...პატარა მხატვარინიკამ დახატა მზე,- დიდი, ჩახჩახა მზე, მერე დახატა დედა,- თავისი კარგი დედა. მზე წააგავდა დედას, დედა კი ჰ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026