kids.ge logo

პატარა ბიჭები და კარატე

ფავორიტებში დამატება

ჩვენი სახლის ბიჭუნებს
ძლიერ უყვართ კარატე,
სე გადარელან,
სხვას არ სცნობენ არაფერს.

აღტაცებით ჰყვებიან
თასნაირ არაკებს:
-ვაჰ, ბიჭებო, კარატე!
-ოჰ, ბიჭებო, კარატე!
-უჰ, ბიჭებო, რა კარგი
სპორტი არის კარატე!

კარატეს თუ უხსენებთ,
სახე გაუბრწყინდებათ,
კარატეზე ბასი
რასოდეს სწყინდებათ:

-ბრიუს ლი ვნახე კინოში,
ბიჭოო! რა მაგარია!
ვაჰ, კინაღამ გავგიჟდი,
ქაჯია თუ ქარია!..

დღეს ვიდეფილმები
მოტანა თანდილამ,
ოჰ, რა კარატე იყო!
გააფრენდით ნამდვილად!

-ბრიუსზე იყო?
-შენ, ბიჭო,
ბრიუსი ღმერთი გგონია?
მასზე უკეთესებიც
ბევრი გამიგონია...

-ვინა, ბიჭო?
-ბრიუსს ქვეყნად
არვინ ჰყავდა ცალია,
კარატეს მეფე იყო,
კარატისტთა თვალია...

გაცხარებულ კამათს კი
ხშირად ჩხუბიც მოჰყვება,
დედებს მიჰყავთ ბიჭები
ჩალურჯებულლოყება.

კარატეზე ოცნება
მათ გონებას აბრუებს,
მკვეთრი შეძახილები
რემარეს აყრუებს...

რა ჰქნან ბიჭუკელებმა?-
ძლიერ უყვართ კარატე,
სე გადარელან,
სხვას არ სცნობენ არაფერს.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ბებოც სანტაა?!ანიტას კოხტა თოჯინა, ნიკას მანქანა პულტით, ქრისტინეს ჭრელი, ფუმფულა, ბაფთაშებმული კნუტი. ნიკაც თამაშობს, ...რა კარგია ნაძვისხე!რა კარგია ნაძვისხე! ნათელი და ხასახასა! ტოტებზე ვარსკვლავები ნეტავი, ვინ დაასხა? ვინ დაკიდა ბურთულები, ას...ციცინათელაროცა მეტყვი-ავინთები, როცა მეტყვი-ჩავქრები, ციმ-ციმ, ციცინათელას მინდა ამბის გამხელა; შენთვის ვანთებ ბნელ...ჩემი სკოლა, ჩემი კლასიაი, ჩემი სკოლა! აი, ჩემი კლასი! თითქოს აციმციმდა მზის სხივთა ალმასი. თითქოს ოჯახია, და-ძმები ვართ თითქოს,...წელო, წელო, ახალო!ქარი ქრის. მზე თავს მალავს ღრუბლის ფაფუკ უბეში, ჩიტუნია ჩიორა მობუზულა ბუდეში. სიკეთით შემოსულო, იცი, რა ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026