kids.ge logo

მხატვარი

ფავორიტებში დამატება

გუშინ ძლიერ მოვინდომე,
და მოვხატე კედლები.
ნეტავ, ასე რად გაბრაზდნენ?
ვერ ვგებულობ, ვერ ვხვდები.

გაგონილა, ყველაფერზე
მუდამ ჭკუის სწავლება?
Ნუთუ, ფიქრობთ,მართლა მომწონს?
თქვენი ასე წვალება.

ყველაფერი განა ჩემი,
ამ ხელების ბრალია,
შეცდომები მაშინ მომდის,
ჩემთვის რომ არ გცალიათ.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026