„მე ვარ ნინო კაპანაძე, მეძახიან ნინიას :) დავიბადე და გავიზარდე ქალაქ ჭიათურაში, ძალიან თბილ და მოსიყვარულე ოჯახში. დღესდღეობით კი ვცხოვრობ ნიუ იორკში ჩემს მეუღლესთან, ქრისტოფერთან და პატარა ზურტურიკოსთან (ზურიკო, არტურო) ერთად. ლექსების წერა დავიწყე რამდენიმე წლის წინ, როდესაც აღმოვაჩინე ქართული წიგნების სიმცირე საბავშვო თაროზე. მამა რომელიც ასევე გენიალურ იუმორისტულ ლექსებს წერს, იყო ჩემი კრიტიკოსიც და გამმხნევებელიც, მან შემმატა გამბედაობა და თავდაჯერებულობა მეკეთებინა ეს უსაყვარლესი საქმე. ვწერ რეალურ და ყველაზე საყვარელ გმირებზე, ვცდილობ ყველა ლექსი იყოს თანამედროვე და განახლებული, არ იყოს წახალისებული აგრესია შეფარულად, ამიტომაც ყველა ლექსი არის სიყვარულით შექმნილი. ძალიან მინდა მსოფლიო და მითუმეტეს ჩვენმა ბავშვებმა იცოდნენ ადამიანის, დედამიწის, ცხოველების, ფრინველების და ზოგადად ბუნების აუცილებლობა მათ ცხოვრებაში, როგორი მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესი და ეს ყველაფერი მათ ცნობიერებაში სულ პაწაწინობიდან სჯობს იყოს ორგანული და გათავისებული. ჩემი ლექსები კი სწორედ ამ ამბებს მოგვითხრობს. ვფიქრობ ხოლმე -მე ვზრდი ჩემს პატარას? თუ მან გამზარდა როგორც ადამიანი? ჩვენ ერთმანეთს ვზრდით და ვხდით სრულფასოვანს. მჯერა რომ ბავშვებს ყველაზე დიდი ძალა აქვთ აქციონ ბოროტი -კეთილად, სიძულვილი -სიყვარულად და სამყარო გახადონ უკეთეს ადგილი.“