kids.ge logo

უცნაური ორთქმავალი

ფავორიტებში დამატება

სახალწლო ნაძვის ხეზე
ქალაქისკენ მომავალი
ნიავქარზე უფრო მალი -
დგას ბაქანზე ორთქმავალი.
დაგანახათ წამით ნეტავ,
უცნარი არის მეტად.
ერთმანეთზე გადაბმული,
ჩანს თერთმეტი სათაგური.
წინ ეწევა დიდი კასრი
და იმ კასრზე კბილებბასრი
ულვაშა და კუდფუმფულა
ფისუნია დასკუპულა.
მემანქანის ფორმა შვენის,
მემანქანის ქუდიც ხურავს
და ტკბილი ხმით უხმობს თაგვებს,
თან ხითხითებს ეშმაკურად:
- ვისაც უნდა ქალაქისკენ
ბილეთოდ გავაქროლო,
ბა, ჩქარა ამობრძანდეს,
ერთი წამი დაგვრჩა მხოლოდ.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ლახტილახტი, ლახტი, ლახტუნა, ლახტს თამაშობს დათუნა. დაიჯაბნა ციყვუნამ, ახტუნა და ახტუნა. აუწითლა ლოყები, აუჭრელ...ლექსი სპილოზეკითხვა ძალზე ადვილია, პასუხი კი - ძნელი. რატომ დადის დიდი სპილო მუდამ ფეხშიშველი? ასე ხსნიან პატარები ამ ...ნამიროდის ჩნდება, იცით, ნამი? მხოლოდ ღამით, შუაღამით. გაახარებს ვარდს და სოსანს, მერე ელის მზის ამოსვლას. მზე...კურდღელიკურდღელი ვარ ყურცქვიტა, დავალ სკაპასკუპითა. მოვიპარავ სტაფილოს, შევჭამ კნატაკნუტითა. ცივ წყაროსთან მივირბ...რას უმღერიან მერცხლებიჭიკ-ჭიკ-ჭიკ-ჭიკ-ჭიკჭიკით, გაზაფხული გახარეთ, გული დარდით აგვევსო, ვეღარ ვძლებდით სხვა მხარეს. მოგვენატრა ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026