kids.ge logo

მინდა ვხატო

ფავორიტებში დამატება

ღრუბელი რომ დავხატოთ,
ბამბასავით ქათქათა,
ჯობს არ გავაფერადოთ,
შემოვხაზოთ კარგად და...
მოვავლოთ საღებავში
სახატავი ფუნჯი
და დავხატოთ ზეცა,
ცისფერი ან ლურჯი.
მერე ზეცას მივუხატოთ
დისკო მზისა, მუქი,
ყვითელი მზის გარეშე ,
არ გვექნება შუქი.
მუქი, მუქი მწვანე
მოვიდეს ყანა,
ჯეჯილად რომ იქცეს
უნდა მზე და წვიმა.
თან დავხატოთ სახლი ,
ხე და ყვავილები,
ფერად -ფერადები,
ზოგი გაშლილები.
ყველა ფერის საღებავი,
დაგვჭირდება ახლა,
რომ მოვხატოთ თუთიყუში,
ხეზე შევსვათ, მაღლა.
...მიყვარს მრავალნარი
ფუნჯ-საღებავები,
მინდა გავხდე მხატვარი,
როცა გავიზრდები!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მერცხლებიჭიკჭიკებენ, მოგვესალმნენ, უხარიათ დავბრუნდითო, ლაღობენ და ხალისობენ, ცაში ნავარდს რა გვიშლისო? გადმოლახეს...ენა, მამული, სარწმუნოებაღვთისმშობლის წილხვედრო, ნატანჯო საქართველო! ჭირ-ვარამგამოვლილო, წუხილის დამფარველო! რამდენჯერ გეტკინა... ...ლილეკუნას სექტემბერიცოდნის ტაძარს დაუბრუნდნენ, მონატრებულ მერხს და დაფას, და საყვარელ მასწავლებელს ეხვევიან ირგვლივ, სწრაფად ...გილოცავთ ნიკოლოზობას!წმინდა ნიკოლოზი ყველას მფარველია! ვინც გულით ევედრება, ამქვეყნად გასაჭირი, ანდა განსაცდელი, ვისაც კი შეხვ...მათემატიკური მოქმედებები1. ხაზები თუ გადაკვეთს, ჯვარედინად ერთმანეთს, რას ვაკეთებთ,რა ხდება? რა მოქმედებას ვარქმევთ?გ - - - - - -...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026