kids.ge logo

მინდა ვხატო

ფავორიტებში დამატება

ღრუბელი რომ დავხატოთ,
ბამბასავით ქათქათა,
ჯობს არ გავაფერადოთ,
შემოვხაზოთ კარგად და...
მოვავლოთ საღებავში
სახატავი ფუნჯი
და დავხატოთ ზეცა,
ცისფერი ან ლურჯი.
მერე ზეცას მივუხატოთ
დისკო მზისა, მუქი,
ყვითელი მზის გარეშე ,
არ გვექნება შუქი.
მუქი, მუქი მწვანე
მოვიდეს ყანა,
ჯეჯილად რომ იქცეს
უნდა მზე და წვიმა.
თან დავხატოთ სახლი ,
ხე და ყვავილები,
ფერად -ფერადები,
ზოგი გაშლილები.
ყველა ფერის საღებავი,
დაგვჭირდება ახლა,
რომ მოვხატოთ თუთიყუში,
ხეზე შევსვათ, მაღლა.
...მიყვარს მრავალნარი
ფუნჯ-საღებავები,
მინდა გავხდე მხატვარი,
როცა გავიზრდები!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ზღარბისად გარბიხარ ზღარბუნა? მინდა გნახო,შეგხედო, ეკლებით შემოსილხარ, ხელით როგორ შეგეხო? ბურთივით რომ დამრგვალ...ლილე და ჭია-მაიაჭია-მაიას როგორ უხდება, კოპლებიანი კაბა? და ხელის გულზე თუ კი დაისვამ, გაგიფრინდება სწრაფად. ასე პატარა,ა...ერთიდან ოცამდეგიო ხდება სამი წლის, გამოიცნობს რ ი ც ხ ვ ე ბ ს! ბებო უწერს ლექსებს იქნებ უფრო მიხვდეს! .... დათვლას სწავ...თვითმცლელიზურტურიტომ მაჩუქა, ეს სატვირთო მანქანა, და იმას ჰგავს იქ, ტყეში ქვები ძირს რომ დაყარა. იცით როგორ ვთამაშო...დედაო, ნინო!ნინოობის დღეს აღვნიშნავთ ლოცვით, საფლავს მივაშურეთ, მოვიყარეთ კიდეც მუხლი, ნინო კი ხელს შეგვაშველებს! ლოც...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026