kids.ge logo

ანბანთქება

ქართული ასოების სახელები

ფავორიტებში დამატება

ნა−ნა, გი−ო, და−თო, ა−ნი...
ა - ა−სო−სა ჰქვი−ა ან-ი.
ბ - ა−სო−სა ჰქვი−ა ბან-ი.
ხე−ლე−ბი გვაქვს დასაბა−ნი.
გ - ა−სო−სა ჰქვი−ა გან-ი.
წრე, წრე შევკ−რათ, გა−ნი-გა−ნი...
დ - ა−სო−სა ჰქვი−ა დონ-ი.
რო−გორც ამ ჩიტს იადო−ნი.
ე - ა−სო−სა ჰქვი−ა ენ-ი.
გა−ა−ჭე−ნა გი−გიმ ცხე−ნი.
ვ - ა−სო−სა ჰქვი−ა ვინ-ი.
მა−მამ დად−გა თი−ვის ზვი−ნი.
ზ - ა−სო−სა ჰქვი−ა ზენ-ი.
ვნა−ხეთ ჯვა−რი, ზედაზე−ნი.
თ - ა−სო−სა ჰქვი−ა თან-ი.
მინ−და გავხ−დე მე ექთა−ნი.
ი - ა−სო−სა ჰქვი−ა ინ-ი.
მუ−დამ ჰქონ−დეს ჩვენ ხალხს ლხი−ნი.
კ - ა−სო−სა ჰქვი−ა კან-ი.
გა−და−კე−ტე ჯერ ონკა−ნი...
ლ - ა−სო−სა ჰქვი−ა ლას-ი.
ყვე−ლას სჯობ−ნის ჩვე−ნი კლა−სი.
მ - ა−სო−სა ჰქვი−ა მან-ი.
გვიყ−ვარს ნი−კო ფიროსმა−ნი.
ნ - ა−სო−სა ჰქვი−ა ნარ-ი.
გა−ვა−შე−ნეთ ყვავილნა−რი.
ო - ა−სო−სა ჰქვი−ა ონ-ი.
გვყავს სირ−ბილ−ში ჩემპიო−ნი.
პ - ა−სო−სა ჰქვი−ა პარ-ი.
ბრ−წყი−ნავს სი−კე−თის ლამპა−რი.
ჟ - ა−სო−სა ჰქვი−ა ჟან-ი.
მიყ−ვარს რძე და არაჟა−ნი.
რ - ა−სო−სა ჰქვი−ა - რა−ე
მზის სა−ხე−ლიც ა−რის რა−ე
ს - ა−სო−სა ჰქვი−ა სან-ი.
გვიყ−ვარს „ვეფხისტყაოსა−ნი"
ტ - ა−სო−სა ჰქვი−ა ტან-ი.
უ−ლაპ−ლა−პებს სე−ლაპს ტა−ნი..
უ - ა−სო−სა ჰქვი−ა უნ-ი.
ბა−ნანს არ−ჩევს მაიმუ−ნი.
ფ - ა−სო−სა ჰქვი−ა ფარ-ი.
ვიშ! უხ−დე−ბა ლომს ფაფა−რი.
ქ - ა−სო−სა ჰქვი−ა ქან-ი.
ზღვა−ში ცუ−რავს იალქა−ნი.
ღ - ა−სო−სა ჰქვი−ა ღან-ი.
მომ−წონს ჯე−ჯი−ლის ღაღა−ნი.
ყ - ა−სო−სა ჰქვი−ა ყარ-ი.
მე−გობ−რო−ბა გვქონ−დეს მყა−რი.
შ - ა−სო−სა ჰქვი−ა შინ-ი.
კარს სჭირ−დე−ბა სალაში−ნი.
ჩ - ა−სო−სა ჰქვი−ა ჩინ-ი.
ცოდ−ნა ა−რის თვა−ლის ჩი−ნი.
ც - ა−სო−სა ჰქვი−ა ცან-ი.
მე აქ ბევ−რი გავიცა−ნი.
ძ - ა−სო−სა ჰქვი−ა ძილ-ი.
დათუ−ნია, გე−ყო ძი−ლი!
წ - ა−სო−სა ჰქვი−ა წილ-ი
ქორწი−ლია, დღეს, ქორწი−ლი!
ჭ - ა−სო−სა ჰქვი−ა ჭარ-ი.
საწ−ნა−ხელ−ში დუღს მაჭა−რი.
ხ - ა−სო−სა ჰქვი−ა ხან-ი.
შე−ვის−ვე−ნოთ ცო−ტა ხა−ნი.
ჯ - ა−სო−სა ჰქვი−ა ჯან-ი
ღმერთ−მა ყვე−ლას მოგ−ცეთ ჯა−ნი.
ჰ - ა−სო−სა ჰქვი−ა ჰა−ე.
ჩვენ გავფ−რინ−დით უკ−ვე, ჰა−ე!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

კომბოსტოშიკომბოსტოში მიპოვნეს მე ასეთი პაწია. აქვე ნახა კურდღელმაც თურმე თავის ბაჭია. კომბოსტოში თუ ვჩნდებით, მინდა...გამებუტე ჟირაფო?გამებუტე ჟირაფო? ასე რატომ მიცქერი? სულ რომ ცელქობ, ძვირფასო, იმიტომ გაგიწყერი; არ მინდა, რომ სირბილში მო...გაბუტული ნატობებომ გული გამიწყალა, ამიკრძალა თამაში. მსაყვედურობს, ნუ ცელქობო, ნუ დადიხარ ტალახში; თორემ დედას დავურეკ...ფოსტალიონი კუკუ გაზეთებს დაატარებს, ფოსტალიონია. ტყეში ფოსტალიონობა განა იოლია. კუ მუშაობს პატიოსნად, მაგრამ არის ნელი...ფისო!ფისო, ჩემი ნაყინიც ჭამე, არ მეწყინება, მაგრამ ბევრი ნაყინით ყელი გაგეყინება! და თუ ყელი აგტკივდა, როგორ დ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026