kids.ge logo

ლაზარე

ფავორიტებში დამატება

ფიფქებს დასდევს ლაზარე,
კისკისებს და ხალისობს.
ხელისგულზე რად დნები
თეთრო, რბილო ბალიშო?
ციდან დედამიწამდე
მანძილი ხომ გრძელია,
ხელისგულზე დაწექი,
ჩემი ნუ გეშინია,
დაისვენე ცოტახნით
დასდევს: -ჯიბე ავივსო,
შეგაგროვებთ სუყველას
მნათობებო ღამისო.
მაგრამ ნაზი ფიფქები
დნებიან და ქრებიან,
ლაზარე კი ტიტინებს: -
ჩემთან რად არ რჩებიან?

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026