kids.ge logo

მხიარული წვიმა

ფავორიტებში დამატება

ციდან მოდის წკაპა-წკუპით
მხირული წვიმაო,
ფანჯრის მინას მოუყვება
წვეთი პაწაწინაო.
კანებს სველ მინაზე
პატარა ეშმაკუნა,
საცეკვაოდ მიხმობს გარეთ
თბილი წვიმა შხაპუნა.
ერთად ვცეკვავთ მე და წვიმა
დავიღლებით განაო?
დედამ მითხრა :ცხრათვალა მზემ
პირი დაბანაო.
მამღერა, გამახარა,
გულს ხალისი მომფინა.
ახლა ვხვდები თურმე წვიმა
ჩემზე ცელქი ყოფილა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

სპილოერთ დღეს დედამ ზოოპარკში წაიყვანა ჩვნი ილო. გაოცება ვერ დამალა ბიჭმა, როცა ნახა სპილო. ილო ხორთუმს დააკვი...პატარა ვაჟკაციდედი გეზრდები ვაჟკაცი, დარდი არ გქონდეს რამის. მსურს პატიება ვითხოვო ბევრი უძილო ღამის. შენმა ზრუნვამ და ...წელიწადის დროებიგაზაფხული მიყვარს წელიწადის ყველა დრო, თუმცა კაცია გუნება. ზამთრს ძილისაგან ნელ-ნელა ფხიზლდება, იღვიძებს ...შემოდგომაშემოდგომა მოვიდა და, დაგაყვითლდა მინდორ - ველი. მოსავალით კვლავ აივსო ბეღელი თუ საწნახელი. ღვინობისთვეს კ...ვიტამინებითუ გსურს იყო ჯანმრთელი და არ გახდე სნეული, ბევრი უნდა მიირთვა ხილი და ბოსტნეული. ბროკოლი და სტაფილო, ვაშლ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026