kids.ge logo

ლალი და ნათია

ფავორიტებში დამატება

ლ- ავად გამიხდა თოჯინა,
ჩემი პატარა გრეტა,
ერთი თეთრიც არ მიჭყავის,
ფულოდ რა ვქნა ნეტა?
მეზობელს უნდა ვესესხო
თუნდ ათიდე ლარი,
თუ კი არ მომცა, რაღა ვქნა?
ვამე, ჩემი ბრალი.

გოგო, ნათია, მისმინე
რა გასაჭირი მადგას,
ჩემი პატარა გრეტუნა
წუხელის ცუდად გახდა.

ნ- უი, დამიდგეს თვალები,
ალბათ გაცივდა ლალი,
სულ ონკანის ქვეშ თამაშობს,
იხვივით უყვარს წყალი.

ლ- სიცხე აქვს ძლიერ მაღალი,
ტკივა ყელი და ყური,
ქიმთან მინდა მიყვანა,
მშვიდად მექნება გული.
გება რამე მასესხო,
გექნება ცოტა ფული.

ნ- რამე რომ მქონდეს, გეთაყვა,
არ გაგაწბილებ ლალი,
ვფიცავარ ყველა თოჯინას,
მაქვს მხოლოდ ერთი ლარი.

ლ- რა ვქნა , რა წყალში ჩავვარდე,
ქიმს რა მივცე, მითხარ?
არც დაზღვევა მაქვს, უწამლოდ,
როგორ დავტოვო დიდხანს?

ნ- ისევ შინაურ რეცეპტით
იქნებ ვუშველოთ რამე?
ვარდის ნაყენი მიცი
და ოფლს მოდენს ღამე.
ხველებისათვის დაკო,
კამის ნახარში ასვი,
ძმრის საფენები დადე
და გამორეცხე ბავშვი.

ლ- შენ გახარე, მადლობა,
ტვინი დამებნა ისე...
რამე რომ მომგონებოდა,
წუხელ ვიზამდი მყისვე.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

თოვლის ბაბუა-კარზე ვიღაც აკაკუნებს, აბა, ნახე ცირა. ცოდვა არის იქ რომ დარჩეს, გარეთ ძლიერ ცივა. კარებს ფართოდ გავუღებ...გაზაფხულითვალებს გაახელს ენძელა, თოვლში ჩამალული, ამღერდება მხიარულად, ველზე ნაკადული. იღიმება ია, მარტის სუსხით დ...ლევანი და აქლემი მასწავლებელი გაკვეთილს უხსნის პატარებს კლასში, მას გასუსული შეჰყურებს ოცდაერთივე ბავშვი. საინტერესოდ უყვე...* * *გაზარმაცდა ჩვენი ფისო, აღარ იჭერს თაგვს, უთაგვობას ვუმადლოდეთ, უნდა ყურშა ძაღლს. ფისო, ცოტა გამოცოცხლდი, ...მამიკომ მიშველა ყოჩივარდა, ენძელა, ია, ერთი ციდა, სარვამარტოდ დედისთვის მსურდა მომეზიდა მიწიანად, დავრგავდი, დედის გასახა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026