kids.ge logo

ლალი და ნათია

ფავორიტებში დამატება

ლ- ავად გამიხდა თოჯინა,
ჩემი პატარა გრეტა,
ერთი თეთრიც არ მიჭყავის,
ფულოდ რა ვქნა ნეტა?
მეზობელს უნდა ვესესხო
თუნდ ათიდე ლარი,
თუ კი არ მომცა, რაღა ვქნა?
ვამე, ჩემი ბრალი.

გოგო, ნათია, მისმინე
რა გასაჭირი მადგას,
ჩემი პატარა გრეტუნა
წუხელის ცუდად გახდა.

ნ- უი, დამიდგეს თვალები,
ალბათ გაცივდა ლალი,
სულ ონკანის ქვეშ თამაშობს,
იხვივით უყვარს წყალი.

ლ- სიცხე აქვს ძლიერ მაღალი,
ტკივა ყელი და ყური,
ქიმთან მინდა მიყვანა,
მშვიდად მექნება გული.
გება რამე მასესხო,
გექნება ცოტა ფული.

ნ- რამე რომ მქონდეს, გეთაყვა,
არ გაგაწბილებ ლალი,
ვფიცავარ ყველა თოჯინას,
მაქვს მხოლოდ ერთი ლარი.

ლ- რა ვქნა , რა წყალში ჩავვარდე,
ქიმს რა მივცე, მითხარ?
არც დაზღვევა მაქვს, უწამლოდ,
როგორ დავტოვო დიდხანს?

ნ- ისევ შინაურ რეცეპტით
იქნებ ვუშველოთ რამე?
ვარდის ნაყენი მიცი
და ოფლს მოდენს ღამე.
ხველებისათვის დაკო,
კამის ნახარში ასვი,
ძმრის საფენები დადე
და გამორეცხე ბავშვი.

ლ- შენ გახარე, მადლობა,
ტვინი დამებნა ისე...
რამე რომ მომგონებოდა,
წუხელ ვიზამდი მყისვე.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

* * *დედი, ცაზე ვარსკვლავები, ხომ ძალიან ბევრია? ერთი როცა ვარდნას იწყებს, სხვები რად არ შველიან?...ახალი წელი ტყეშიტყეში არის ფაციფუცი ახალი წლის მოლოდინში, ციყვმა გირჩი მოიტანა, გაუჩრია რკო, ღორს დინგში. ვირთხა კაკალს მ...ეს მე მოვდივარ სწავლის დაწყებას ელის მამულის მთა და ბარი, სკოლისკენ მოიჩქარის ბავშვი, კაცი თუ ქალი. ჰა, სასექტემბროდ რეკ...პატარა თამროს ოცნებაქვეყნად ერთი ოცნება მაქვს, ოცნება ლამაზი, წმინდა, მე რომ დიდი გავიზრდები, შენისთანა ვიყო მინდა. შენებრ კე...გულმავიწყი ბებიაშუბლხატულა ბოჩოლა დაეკარგა ბებიას, მას ძებნაში გია და ლია ეხმარებიან. სამივენი ეძებენ, მოიარეს მთა - ბარი...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026