kids.ge logo

სულელი ფისო

ფავორიტებში დამატება

დედიკონამ მოგვიტანა
სათამაშო თაგუნა
და მთელი დღე იმ თაგუნას,
ფერება თამუნა.

ხან დაბანა და ხან კიდევ
შეკერა კაბები,
ხან ნანინა უმღერა და
დაუკრიფა ვარდები.

ძილის წინ კი თაგუნია,
სკამზე დასვა დაკომ,
დილით, როცა გაიღვიძა
თაგვი სკამზე არ იყო.

ძირს ეყარა ნაკუწ-ნაკუწ
თაგუნიას კაბები,
ზედ ჩვენს სულელ ფისუნიას
გადაწყო თათები.

მას ცოცხალი ჰგონები
და დაუღრღნავს თაგუნა,
მის გამო, ო, რამდენი
ცრემლი ღვარა თამუნამ.

შენ, სულელო ფისუნიავ,
რაღა გითხრა აბა?
როდის იყო, ნამდვილ თაგვს რომ
ტანზე ეცვა კაბა?

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ლევანი და აქლემი მასწავლებელი გაკვეთილს უხსნის პატარებს კლასში, მას გასუსული შეჰყურებს ოცდაერთივე ბავშვი. საინტერესოდ უყვე...ლალი და ნათიალ– ავად გამიხდა თოჯინა, ჩემი პატარა გრეტა, ერთი თეთრიც არ მიჭყავის, უფულოდ რა ვქნა ნეტა? მეზობელს უნდა ვე...დედა და ლილი-სულ არ მინდა , დედი, ძილი - ეხვეწება დედას ლილი, -ჯერ არ მიდის სახლში მაშო, ისევ უნდა ვითამაშოთ. ვაბანავ...ჩემი საქართველომიყვარს ჩემი საქართველო, მისი ზღვა და ხმელეთი, კლდიდან მჩქეფი ჩანჩქერები და უფსკრულთა ბნელეთი. მთები, ცამ...ჭკვიანი ნანაბაღში ქორფა ბალახს თელავს პაწაწინა ნანა, აქეთ ბებო უჯავრდება, იქიდან კი მამა. -გამო აქეთ, ბალახს ტკივა, შ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026