kids.ge logo

ციყვი „მარდი“

ფავორიტებში დამატება

თბილ ბუხართან მიცუცქულა
კუდფუმფულა ციყვი „მარდი“,
ყბა აუკრავს საცოდავად,
იქვე უდევს შოკოლადი.

იმსუნაგა სახალწლოდ,
დახარბა თხილს და ნაყინს,
შოკოლადს კი მიყოლა
ერთი თეფში გოზინაყი.

არ შეერგო სასუსნავი,
ბლომად დარჩა რკოც და ტკბილიც,
აღვარღვარებს ცხარედ ცრემლებს-
ტკივა გამოხრული კბილი.

მიუყვანეს კოტე ექიმს,
არ აწვალა მანაც ბევრი,
სე მშვიდად ამოღო
კბილის პაწაწინა ნერვი.

დაუბჟინა,დაარიგა-
ცადე და მოხერხე:
ტკბილს ნუ შეჭამ და კბილები
დღეში ორჯერ გახეხე.

მადლიერმა ციყვუნიამ
დაფიცა ტყე და მდელო-
კოტე ექიმს მიუძღვნიდა
სახალწლოდ სადღეგრძელოს!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

აქლემიცხელ ქვიშაში მორჩილად მიირწევა აქლემი, არ გეგონოთ ზარმაცი- ტვირთმზიდია ნაქები. შეეგუა უდაბნოს , ებრძვის ქ...თედოს პირველი თოვლიგაოცებით უცქერს თედო, როგორ ცვივა ციდან ფიფქი. მამა თოვლის კაცს აკეთებს, აგერ ბიჭი ციგით მიჰქრის. დღეს პი...კატა და თაგუნაგუშინ თაგვი შევნიშნე, სახლის ბოლოს კუთხეში. აქეთ კატა დარბოდა, მსუნაგი და უხეში. შეამჩნია თაგუნა ძველ პურ...სურვილი თოვლის პაპასრა მზიანი ზამთარი გვაქვს, ზაფხულივით დარია, წელიწადის ეს დროები ნეტა ვინმემ არია? დედას გულით ვეხმარები ,...მამალიუჰ, ისეთი მამალი მოგვიყვანეს სოფლიდან, სანახავად მეზობლის  ათი ბავშვი მოვიდა. ვერ გაბედა ვერც ერთმა ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026