kids.ge logo

ფეხბურთი

ფავორიტებში დამატება

ფეხბურთი აქვთ თაგუნებს,
გაგორეს კაკალი:
_ წრუწუნ, პასი მომეცი!
_ მიდი, ბიჭო, დაჰკარი!
მოდანი ფეხბურთის
გადაიქცა საგიჟედ:
_ ყურზე ნუ მკბენ!
_ ვამე!
_ კუდზე ფეხს ნუ მაბიჯებ!
მოტყუა წრუწუნამ:
ერთი, ორი, სამი და...
ნერვილობს მეკარე...
დარტყმა!
რის!
გავიდა!..
_ გოლ! _ აყვირდნენ თაგვები.
_ გოლ! _ აყვირდა წრუწუნა
და საწყალმა მეკარემ
ბრაზით დაუწრუწუნა:
_ რა გაყვირებს, შე ბრიყვო,
ნეტა, რა გიხარია?
გოლი რომ გატანე,
ეგ ხომ ჩვენი კარია?!.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ბუკნაჭოუბუმბულო და უკლანჭო, ტირის და ტირის ბუკნაჭო. თუმც დროდადრო ისვენებს და იწყებს ტირილს თავიდან. მთლად გაებე...კეთილი გოჭიგოჭმა დედას ახარა: _ შევაგროვე ტყეში რკო, რომ მეგობრებს საჩუქრად დავურიგო, დედიკო! დედა ძლიერ გაბრაზდა: _...ისეთი ბიჭი ვიქნებიჩემი ჭკვიანი წიგნები დამიდგებიან თავდებად, - ისეთი ბიჭი ვიქნები, ქართველს რომ გაუხარდება. მტერსაც რომ უყვ...შე კუდმაკრატელა, შენა!..ბევრჯერ გადმოლახე ზღვები, ან კი როგორ შეძელ ფრენა, ე მაგ პაწაწინა ფრთებით, შე კუდმაკრატელა, შენა?! კვირტი...ცუგა და ფისოროგორც წინათ, ჩვენი ცუგა ბევრს არაფერს ითხოვს, კუდის ქნევით ეხვეწება ხეზე ასულ ფისოს: - ჩემო ფისოვ, ჩემო ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026