kids.ge logo

ნერგი

ფავორიტებში დამატება

ნერ−გი ვარ, ვწე−ვარ მი−წა−ზე
და თუ არ დამრ−გეს _ მოვკვ−დე−ბი.
თუ დამრ−გეს, თუ გა−ვი−ზარ−დე
და თუ გავ−შა−ლე ტო−ტე−ბი,

ხელს ვე−რა−ფე−რი შე−მიშ−ლის,
ფოთ−ლებს ჩა−ვიც−ვამ სა−მო−სად,
ვინ−მე დაჯ−დე−ბა ჩემს ჩრდილ−ში,
და−ის−ვე−ნებს და დამ−ლო−ცავს.

მე−რე კი შვე−ბას არ მომ−ცემს
ი−ანვ−რის გუ−ლის−ნა−დე−ბი,
ყინ−ვა მო−მა−ხევს სა−მო−სელს,
მო−თოვს და ავ−კან−კალ−დე−ბი.

მე−რე ფიქრს დარ−დი და−მიწ−ვავს,
ეს ცაც შეკრ−თე−ბა, ეს მთე−ბიც,
რად−გან მომჭ−რი−ან და მი−წას
კი−ვი−ლით და−ვე−ხეთ−ქე−ბი.

საქ−მეს ი−ზა−მენ სარ−ფი−ანს,
ჩე−მით ნა−ხა−ვენ სარ−გე−ბელს,
მე−რე ან ფიც−რად გამთ−ლი−ან,
ან ცე−ცხლში შე−მი−ძა−ხე−ბენ.

ერ−თხანს კი, ვიდ−რე ვი−ცო−ცხლებ,
მეც ბედ−ნი−ე−რი ვიქ−ნე−ბი,
თუ ჩემს ტო−ტებ−ში ბუ−დე−ებს
გა−ი−კე−თე−ბენ ჩი−ტე−ბი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ისეთი ბიჭი ვიქნებიჩემი ჭკვიანი წიგნები დამიდგებიან თავდებად, - ისეთი ბიჭი ვიქნები, ქართველს რომ გაუხარდება. მტერსაც რომ უყვ...ბუკნაჭოუბუმბულო და უკლანჭო, ტირის და ტირის ბუკნაჭო. თუმც დროდადრო ისვენებს და იწყებს ტირილს თავიდან. მთლად გაებე...შე კუდმაკრატელა, შენა!..ბევრჯერ გადმოლახე ზღვები, ან კი როგორ შეძელ ფრენა, ე მაგ პაწაწინა ფრთებით, შე კუდმაკრატელა, შენა?! კვირტი...ზამთარიმოვიდა თეთრი ფიფქებით ზამთარი, მკაცრი გუნების. აფორიაქდნენ ჩიტები, უცემთ პაწია გულები. ჩიტებო, ალბათ, შეგ...იასხვა არაფერი, ის მინდა, ფრთხილად შეგახო ტუჩები, როცა ნაზამთრალ მიწიდან ამოხვალ, ამოლურჯდები. მოვალ და გად...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026