kids.ge logo

წიგნით ფრენა

ფავორიტებში დამატება

დამესიზმრა, თითქოს წიგნი
გადამექცა ფრთებად,
თითო გვერდი იშლებოდა
საჰარო გზებად.

დავფრინავდი, როგორც ჩიტი,
თავისუფლად, ლაღად,
წამში თვალწინ მეცვლებოდა
გზა ზღვად, ზღვა კი ბაღად.

გამეღვიძა, მივიჩნი
თავი ზღაპრის გმირად,
და ვინატრე წიგნით ფრენა
დამესიზმროს ხშირად.

მივხვდი, კითხვაც მაგრძნობინებს,
დავფრინავდე ვითომ,
სიზმარს არ დაველოდები,
წავიკითხავ თვითონ.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მომავალი ტიკტიკამერე რა, თუ ყველა სიტყვას დიდებივით ვერ ვამბობ, რასაც ვითხოვ, მაინც ხვდებით, ჰოდა,რატომ ვიდარდო?! თუკი ჩე...გაზაფხულის პეპელაპეპელაა სიფრიფანა, გულს გვიხარებს ახალ ამბით, ისე ნაზად დაფარფატებს, როგორც დედა თეთრი კაბით. “- გა...ახალი წელიახალი წლის წინა ღამე მომაგონებს ლამაზ ზღაპარს, ოჰ, რამდენი საჩუქრები დავაბარე თოვლის პაპას! ალბათ, ახლა ე...კარგად უნდა ვისწავლოდილით ადრე გაღვიძება არ ყოფილა ადვილი, მაგრამ სკოლაში მელიან მეგობრები ნამდვილი. თოჯინებთან განშორება დრო...ცელქი ნიკოსახელივით რომ მეძახით მავნე მაცაცერას გაიხსენეთ ამ სიტყვებმა როდის გამაჩერა?! ხან ხმაურით გავირბენ და ხან...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026