kids.ge logo

ატა-მატა

ფავორიტებში დამატება

ატა-მატა, ატა-მატა
კომ−პი−უ−ტერს უ−ზის კა−ტა,
ა−ღარ ახ−ტა, ა−ღარ დახ−ტა
და წო−ნა−ში მო−ი−მა−ტა.
უ−თა−თუ−ნებს „მაუსს“,
თან ი−ძა−ხის _ „მიაუ“-ს.
დე−და კა−ტა წუხს:
-და−ემს−გავ−სა კრუხს,
არ ა−ცი−ებს სკამს,
აქ−ვე ჭამს და სვამს.
ა−რა−ფე−რი ახ−სოვს,
აქ კრუ−ტუ−ნის გარ−და,
სულ მთლად გა−დაგ−ვარ−და!
ა−ქეთ მა−მა კა−ტა ბრა−ზობს:

-დრო−ა, კარ−გად ვუ−თა−ვა−ზო!
ნა−დი−რო−ბას არც კი ცდი−ლობს,
ლო−კავს თა−თებს სა−სა−ცი−ლოდ.
მხო−ლოდ „მაუსს“ ატ−რი−ა−ლებს,
დას−დევს თაგ−ვებს ვირ−ტუ−ა−ლურს!
სირ−ცხვი−ლის−გან და−ვი−კუ−ტე,
რა მა−გა−ლითს აძ−ლევს კნუ−ტებს.
მა−ლე ა−სე მოქ−ცე−ვით
ყვე−ლას გა−და−იმ−ტე−რებს,
ა−ჯო−ბებს, თუ ახ−ლა−ვე
გა−მო−ვურ−თავ ინ−ტერ−ნეტს!
დარ−დობს სა−კა−ტე−თი:
-კა−ტაა თუ მტრე−დი?
უ−ხა−რი−ათ თაგ−ვებს:
-კა−ტა ა−სე გვარ−გებს!
ატა-მატა, ატა-მატა,
კომ−პი−უ−ტერს უ−ზის კა−ტა,
ნე−ტა, სხვებ−საც თუ ეც−ნო−ბათ,
რაც ჩვენს კა−ტას და−ე−მარ−თა?

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

დრონიდაფარფატებს ცაში დრონი, უპოვია ასაძრომი! ბატის, იხვის მსუქან ჭუკებს ვიდეო-თვალს უპაჭუნებს. უთვალთვალებს კ...ჯანჯუხა და ჩურჩხელაიქ დიდედამ თათარა ათუხთუხა თანთალა, აკოს ნიგვზის ჩურჩხელა მესინჯერით უჩვენა. ბებიკომ კი ფელამუში მოაშუშა,...ხაჭაპურირატომ ვჭამო მარტო ყველი, რატომ ვჭამო მარტო პური, ტოსტერს თითი დავაჭირე, გამოვიდა ხაჭაპური....კონკი-ჟღარუნატურა, კონკი-ჟღარუნა, წითურა და ჟღალუნა, მთელ სატურეთს არცხვენს, არც პირს იბანს, არც ხელს! მუდამ დაუვარცხნ...განა სანადიროდსანადიროდ მივდივარ, რიმდიდარო, რამდიდო, მაგრამ განა იმისთვის, ჩიტებს ცრემლი ვადინო ვაჩხაკუნებ აპარატს, ვი...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026