kids.ge logo

ლოქო

ფავორიტებში დამატება

მალება ქვებში ლოქო,
ურჩევნია ქვები ოქროს,
ლოქო თავის ქვების დარბაზს
როდი ადებს კლიტე-ბოქლომს.
მიტომაც ღორჯობი
დაცურავენ ჯგრო-ჯგროებად
და საერთო წყლის სისტემით
სარგებლობენ ლიფსიტები.
ქვებში ნახავთ კიბორჩხალებს,
ლესავენ კიბერ-ბრჭყალებს;
ხოლო როცა რვაფეხები
მოძრაბას აფერხებენ,
ზუთხები და ქორჭილები
რიგს იცავენ მორჩილებით.
შორს რომ ჩანან, მურწებია,
ჩუმად მიძურწებიან.
მალება ლოქო ქვებში,
რას დააკლებს წვიმის თქეში
და უფრო რომ იყოს მშვიდად,
წაფარებს შლამს და ქვიშას.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

კაპიტანი თაგუნათაგუნია ცმაცუნა გემით სად არ დაცურავს, აბარია საწყობიც- დილას ხვდება განწყობით! მისი არის გემბანიც, სადაც...დაბნეული ამიკოდედას უნდა მოხვევა, მამას უნდა მოხვევა, ბებოს უნდა მოხვევა, ბაბუს უნდა მოხვევა. _აი,-ფიქრობს ამიკო,- მართ...ზღვის ცხენიცნობილი ზღვის ცხენი ვარ, მაგრამ, გითხრათ, მრცხვენია, წყლის ზემოთ და წყლის ქვემოთ თუმცა ვცურავ იხვივით, მა...ქინქლაგაიმართა წელში ქინქლა, დადგა რთველი, როგორც იქნა. დასტრიალებს ვენახს თავზე, დაწურავენ ყურძენს ხვალ-ზეგ. ჰ...ბაყაყების ზეიმიაუზის წყლის დამყაყება იზეიმეს ბაყაყებმა, დაიბერეს ლაყუჩები: –არც იფიქროთ გავყუჩდებით! ყიყინებენ: ყი, ყი, ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026