kids.ge logo

დრონი

ფავორიტებში დამატება

დაფარფატებს ცაში დრონი,
პოვია ასაძრომი!
ბატის, იხვის მსუქან ჭუკებს
ვიდეო-თვალს უპაჭუნებს.
უთვალთვალებს კატას, ცუგას,
ჩუმად ადგენს ეზოს რუკას,
ბრაზობს ცუგა, მოსდის დორბლი:
-ალბათ, არის ყვავის დრონი!
საბრძოლველად იწევს ცუგა,
უბნება მტკიცედ კატას:
_არც იხვის, არც ბატის ჭუკებს
არც ყვავს, არც დრონს არ გავატან!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ბაკუნა ელისაბედიჩვენი გოგო ბაკუნა დადის ბაკუნ-ბაკუნით, არ ჩერდება წამითაც წყაროს წყალი ნაპკური. ეძებს, ქექავს ყველაფერს: ...ნამცხვრის ცხობანამცხვარს აცხობენ თახვები, ჯამ-ჭურჭელს ათახთახებენ, დიდ ქვაბში ლერწმის ქოლგით, ამოჰყავთ გოგლი-მოგლი. მერე...წელი რომ მოვა ვირთხის–ჩემზე ლექსს, აბა, ვინ დაწერს?- ტირის პატარა ვირთხა, _ თურმე არავის ვუყვარვართ, დილით ბაბუამ მითხრა. ამშვ...უცნაური მეეზოვედაქრის ქარი ყვედრებით: – ეზოს გიგვით უფასოდ, მე წამით არ ვჩერდები, თქვენ კი დგახართ უსაქმოდ! – მეეზოვე ას...კაპიტანი თაგუნათაგუნია ცმაცუნა გემით სად არ დაცურავს, აბარია საწყობიც- დილას ხვდება განწყობით! მისი არის გემბანიც, სადაც...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026