kids.ge logo

უქნარა ანდრო

ფავორიტებში დამატება

ღამით გვიან იძინებს,
არ უჯერებს დედას,
ანდროსთანა ბიჭუნას,
მოუხდება წკეპლა.

დილით, როცა იღვძებს,
წყებს წინდის ძებნას,
ფეხსაცმელიც არსად არ ჩანს,
სულ ეძახის დედას.

წინდა და ფეხსაცმელი,
ძლივს მოძებნა ოთახში,
მერე თავპირისმტვრევით,
მირბის თავის სკოლაში.

საუზმეც არ მიირთვა,
გარეთ ისე გავარდა,
ვიდრე კლასში მივიდა,
ბევრი ნივთი დაკარგა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ყველაფერს ურჩევნიაფაფებს ხშირად აღარ ჭამს, ეს პატარა გოშია, თუ მოშივდა პირს აღებს ისე, როგორც შოშია. უყვარს დიდი თეფშები, გ...წუწკი ნინიკორა წუწკია ნინიკო, ჭამა უყვარს ხილის, თხილს და კაკალს წამიერად ტეხავს საღი კბილით. ლოყაწითელ ვაშლებს უცქერ...პატარამ თქვა ასეო-მინდა, ყველა გაგათბოთ, ჩემი თბილი ღიმილით, მინდა ყველა დაგატკბოთ, ჩემი სიცილ-კისკისით! როცა ფეხზე გავივლ...წმინდა გიორგიქართულ მიწაზე ცხოვრობს, წმინდა გიორგის სამწყსო. ძლევამოსილი მხედრის, ერი ადიდებს ღვაწლსო! ტანჯვასა შინა დ...გაზაფხულის სიმღერაენძელა რომ ამოძვრება, თეთრი თოვლის საბნიდან, თვალს ჩაუკრავს ყოჩივარდას გაუღიმებს ცას მზიანს. -გამარჯობა ყ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026