kids.ge logo

ნანა სამხარაძე

ნანა სამხარაძე

ფავორიტებში დამატება

ნანა სამხარაძე დაიბადა 1971 წლის 23 ნოემბერს, ქალაქ ჭიათურაში. იგი დაწყებითი (1-4) კლასების პედგოგია.

ლექსების წერა სკოლის ასაკიდნ დაიწყო. წერს პროზას და პოეზიას,  როგორც დიდებისთვის, ასევე პატარებისთვის. წერს სიყვარულზე, სამშობლოზე, ბუნებაზე და სხვა თემებზე.  პროზაში გადმოცემული აქტულური ამბები რეალური ცხოვრებიდან აქვს აღებული.

მას ძალიან უყვარს ბავშვები, თვლის და ამბობს, რომ „საბავშვო პოეზიის წერა უდიდესი პასუხისმგებლობაა;  ყველაზე მეტი სისათუთე სჭირდება საბავშვო ლიტერატურის შექმნას, აქ არ შეიძლება შეცდომების დაშვება. ეს უპატიებელ შეცდომად მიმაჩნია“.  ის ასევე ამბობს, რომ „ წერა ჩემთვის უდიდესი შვებაა. როცა მუზა მსტუმრობს, სხვა სამყაროში ვხვდები, რომელიც მთლიანად მასაზრდოებს, სულიერად მამაღლებს და უფრო თავმდაბალს მხდის. ეს წარმოსახვითი სამყარო კი - ლამაზი ოცნების ახდენის ტოლფასია ჩემთვის“.

ნანა სამხარაძის შემოქმედება დაიბეჭდა სხვადასხვა ჟურნალსა და გაზეთში: „ათინათი“, „ლიტერატურული ქვემო ქართლი“,  წიგნებში: „ვაზის ჯვარი“, „მზის არილი“, „შემოქმედი მასწავლებელი“ და სხვა.

ავტორს მიღებული აქვს „პერსონა 2018“-ის ტიტული , რომელიც გადაეცა რეგიონში კულტურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის და წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის), პროზა-პოეზიის  საერთაშორისო პრემია - „ივერიის“, წმინდა ილია მართლის ოქროს ორდენი და დიპლომი, ნომინაციაში „საუკეთესო საბავშვო პოეზია“.

„ბეჰემოთი“
ნახატის ავტორი:
იოანე ჟორჟოლიანი (6 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

ლექსები

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: აზროიანი:


Kids.ge-ს რჩევები

ასწავლეთ სოციალური უნარები

ასწავლეთ ბავშვს, როგორ გაუმკლავდეს სოციალურ სიტუაციებს, რომლებიც შეიძლება ტანტრუმის გამომწვევი მიზეზი გახდეს.

სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)
სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)

ბება და წითელი ბოტები                                       ...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026