kids.ge logo

შენ აყვავილდი ჩემო სამშობლო

ფავორიტებში დამატება

მინ−და, რომ სევ−და და−გის−მა−რო,
რომ მოგწვ−დე გუ−ლის ფიც−რამ−დე,
ცა−ში გაფ−რე−ნილ არ−წივს ვე−და−რო,
და−ღად−რულ მი−წას ფრთე−ბით გი−წამ−ლებ!

მინ−და, დავ−ჭე−ქო სვა−ნუ−რი "ლი−ლე",
„იავნანინა“ ვუმ−ღე−რო თეთ−ნულდს,
შხა−რას სი−მაღ−ლეს კა−მა−რა შევკ−რა,
ყუ−რი და−ვუგ−დო ენ−გუ−რის ფერ−ხულს!

მინ−და, მთის ხიბ−ლით ალ−მო−დე−ბულ−მა,
ბა−რიც სი−ცო−ცხლით გა−გიმ−ზი−ა−ნო,
"წინ−წყა−რო" ლა−ზურ "დი−დო−უ−დოს−თან"
ღვთი−ურ სი−მებ−ში ა−ვახ−მი−ა−ნო!

მინ−და, ი−მე−რეთს და−რი ვუ−კურ−თხო,
ფშავ-ხევსურეთს კი ი−ა−ლა−ღე−ბი,
რა−ჭას ლა−მა−ზი სი−დარ−ბა−ის−ლე,
გუ−რი−ას სხარ−ტი "ბა−ი−ა−თე−ბი"!

ვი−ცი, რომ სევ−დას და−გი−სა−მა−რებ,
გუ−ლის ფიც−რამ−დე ლოც−ვით მოგწვ−დები,
შენ აყ−ვა−ვილ−დი ჩე−მო სამ−შობ−ლო,
ქარ−თულ მი−წისთ−ვის ვფი−ცავ, მოვკვ−დე−ბი!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მასწავლებელომასწავლებელო, გაზაფხულივით თბილო, ლამაზო! მასწავლებელო, დედასავით ტკბილო და ნაზო! მასწავლებელო, მთის წყარ...საქართველოსფესვმაგარი მუხის ტოტებს, სიყვარულის ჯავშანს ვუქსოვ, ღვთისმშობელის ნაკურთხ მიწის შვილებს ვუმღერ, გულს გავუ...დავბრუნდები და კვლავაც გაგათბობმე დაბრუნებას თითებზე ვითვლი და მონატრებას ცრემლებით ვყლაპავ, ღვთისმშობლის ნაკურთხ მიწის შვილი ვარ, უშენო...ხელგაშლილი უფალს შევთხოვყვავილებით მორთულ მდელოს ცვარ-ნამებით გავაცოცხლებ, მზის სხივების სარეცელზე ლექსებს დავწერ და ვილოცებ! ხელ...პატარამ თქვა ასეო-მინდა, ყველა გაგათბოთ, ჩემი თბილი ღიმილით, მინდა ყველა დაგატკბოთ, ჩემი სიცილ-კისკისით! როცა ფეხზე გავივლ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026