kids.ge logo

შემწვარი კარტოფილი

ფავორიტებში დამატება

განა ასე ძნელი
კარტოფილის გათლა?!
მერე კარგად გარეცხვა,
მერე დაჭრა თხლად-თხლად.
ჯერ შავ ტაფას ვაცხელებთ
(არც ტაფას ვწვავთ, არც ხელებს),
ზეთს ვასხამთ და კარტოფილს
ვყრით ტაფაზე შიშხინით,
კარგად რომ შეიბრაწოს,
ვურევთ ხის კოვზს ხშირ-ხშირად.
გარჯა არ დაგეზაროთ,
ნუ მივირთმევთ მარტო “ფრის”,
რა სჯობია ოჯახში
კარგად შემწვარ კარტოფილს!..

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ბზიკებისახლს აგებენ ბზიკები, არ გეგონოთ ბრიყვები, მარჯვედ ზელენ თიხას, სახლი გაძლებს დიდხანს. აწებებენ ტალახს, ნ...წვიმა-ბალერინამოდის წვიმა-ბალერინა, მოდის წვიმა _ წკაპუნა, მთა და ბარი გააგრილა, ჯეჯილს ნამი აპკურა. მოირბინა თითის წვე...ზარმაციცხარობს, ბრაზობს ზარმაცი, ძილს არავინ არ აცლის. აქეთ დედა ბუზღუნებს, იქით ქარი ზუზუნებს. მამლაყინწამ ყივი...პურის ცხობა ვისწავლეუსაქმურად როგორ ვიყო, ცომით არის სავსე ვარცლი, ვიკაპიწებ ციცქნა ხელებს, დედას ცხობას აღარ ვაცლი. ვათამაშე...ყურებპანტურა ლიტერატორიჩვენს ჩოჩორს , ყურებპანტურას, არ უყვარს ლიტერატურა. გადაჰყვა ტლინკვა-ღლიცინს, დადის ჭკუაზე კვიცის. თუ გაო...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026