kids.ge logo

მანანა და ლალი

ფავორიტებში დამატება

მ ა ნ ა ნ ა - ლა−ლი, ლა−ლი, ჩე−მო ლა−ლი!
ლა−ლი - რა−ო, ჩე−მო მა−ნა−ნა?
მ ა ნ ა ნ ა - ეს თო−ჯი−ნა დე−და−შენ−მა
ჩემ−თან გა−მო−გა−ტა−ნა?
ლ ა ლ ი - რა−სა ბრძა−ნებ, ქალ−ბა−ტო−ნო!
არ გა−თხო−ვებ ა−რასდ−როს,
გინ−და ი−სევ გა−ა−ცი−ვო,
ი−სევ სურ−დო და−მარ−თო?
მ ა ნ ა ნ ა - რად−გან ა−სე მე−უბ−ნე−ბი,
რად−გან ა−სე მა−ჯავ−რებ,
და−მიბ−რუ−ნე ჩე−მი ვაშ−ლი,
მე რომ გუ−შინ გა−ჭა−მე.
ლ ა ლ ი - ა−რა−ფე−რიც, ა−რა−ფე−რიც,
ა−რა−ფერ−საც არ მოგ−ცემ,
იმ ვაშ−ლისთვის, ა−ღარ გახ−სოვს,
ლო−ყა−ზე რომ გა−კო−ცე?
მ ა ნ ა ნ ა - მე რომ წიგ−ნი მო−გი−ტა−ნე
კარ−გი წა−სა−კი−თხა−ვი?..
ლ ა ლ ი - მე−რე მე რომ მო−გარ−ჩი−ნე,
ე−ქი−მი რომ ვი−ყა−ვი?
მ ა ნ ა ნ ა - ჰო-ჰო-ჰო-ჰო, დი−დი საქ−მე,
სულ არ ი−ცი თა−მა−ში,
გახ−სოვს, მე რომ მო−გეხ−მა−რე
კან−ფე−ტე−ბის ჭა−მა−ში?
ლ ა ლ ი - მე−რე მე რომ შენს თო−ჯი−ნას
გა−ვუ−კე−თე ნემ−სე−ბი?!
მ ა ნ ა ნ ა - მე−რე მე რომ წა−გი−კი−თხე
დი−დი, გრძე−ლი ლექ−სე−ბი?!
ლ ა ლ ი - რო−გორც ვხე−დავ, ქალ−ბა−ტო−ნო,
უ−მა−დუ−რი ბრძან−დე−ბი,
და−გა−ვი−წყდა, გუ−შინწინ რომ
გა−მო−მართ−ვი ბაბ−თე−ბი?
მ ა ნ ა ნ ა - არც თო−ჯი−ნა მინ−და შე−ნი,
ა−ღარც შე−ნი ვაშ−ლე−ბი,
ბუ−ტე, ბუ−ტე, გაგებუ−ტე,
ა−ღარ გე−თა−მა−შე−ბი!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ქეთინო, გამოიცანი!გ ა მ ო ც ა ნ ა : მტერია სიბნელის, მტერია წყვდიადის, ყველაზე ლამაზი, ყველაზე თბილი, დიადი, ზვიადი, ნაზი დ...დღეობახვალ არის ჩემი დღეობა, იქნება დიდი ღრეობა. უკვე დღე არის მესამე დანებს და ჩანგლებს ლესავენ, ჩამოვლენ, როგ...ქალაქი და სოფელიჟუჟუნა წვიმა მოვიდა, სულ დაგვისველა ბაბთები, სახლში შემოდი, ხათუნა, შემოდი, ავად გახდები! ჟუჟუნა წვიმა მო...გუგულის საყვედურიჩიტებში რომ მაქიაქებთ, მთათხავთ, ტალახს მესვრით, ნეტა ვინ გყავთ ქვეყანაზე ჩემზე უკეთესი?.. სხვა რომელი ჩი...ბურთი და ნიკორაბურთმა იგორა, იგორა, მინდორი გადაიგორა, მინდვრის ბოლოს რომ მიგორდა ბოლოში დახვდა ნიკორა, ნიკორამ ჰკითხა: ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026