kids.ge logo

ყოჩაღი სპიკი

ფავორიტებში დამატება

მიფრთხილდება დედიკო,
მუდამ ჩანთით დავყავარ,
შინია, რამე არ
დამიშავოს აფთარმა.
ვეფხვმა არ მიღრილოს,
ან ლომმა არ დამტოროს,
მიტომაც არასდროს
არ სურს, მარტო დამტოვოს.
მაგრამ უკვე შვიდის ვარ,
წელს სკოლაში მივდივარ!
ჰოდა, ვიდრე დედიკო
მორევა ეჭვს და შიშს,
მსურს, პირდაპირ ჩანთიდან
სკუპ! ვისკუპო სკოლაში.

*კენგურუს შვილი-სპიკი 7 წლამდე დედის ჩანთაში

ავტორის შესახებ

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026