kids.ge logo

ლილი და მზე

ფავორიტებში დამატება

მზის ამოსვლას ელოდება
მხირული ჩვენი ეზო,
მზის ამოსვლას ელის ლილიც,
საგები რომ გაამზევოს.
გამოფინა უკლებლივ
მზეზე საბან-გობანი,
ვანი ათასფერს
დაამსგავსა გობელენს.
აბრეშუმის საბნები-
ბამბის გოლითები,
ზოლებიან ლებებს
მიუწვინა გვერდი-გვერდ.
მზეს უფიცხებს ლილიკო
ჭრელა-ჭრულა მუთაქებს,
(ტკბილად ჩაგეძინება,
მოდებ თუ თავქვეშ).
ბალიშები ბუმბულში
ლამაზ სხივებს იწნავენ,
გამოფენა ფერადი
შვენის ეზოს სიმწვანეს.
ფუმფულდება მზის გულზე
მთელ დღეს საბან-გობანი,
დახეთ,როგორ სასწაულს
ახდენს ცეცხლის გორგალი.
გაბერა საბნები,
ბალიშები აფუვდა,
ლებები ერთბაშად
გასუქა ზაფხულმა.
გამზევება საგების
რის მართლა საქები.
განამზევებ ლოგინში
ძილი სხვაა სრულებით,
ივსება სიზმრები
ფერით და მზის სურნელით.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მელაკუდას სალონიმელამ გახსნა სალონი მართლა გასაკვირველი, ლომი ფაფარაყრილი ჩაეწერა პირველი. მგელი, ვეფხვი და დათვი თავიანთ...სპლიყვს ამოჭრა ეშვებმამოუსვენრობს სპლიყვი, ცმუკავს, როგორც ციყვი. ფცქვნის ნედლ ხეებს მერქან-მერქან _სპლიყვს ნუნები ექავება. დარ...კუკრუჭანა თუ გოგრიმიჭელაარ იციან, რომელი აირჩიონ ბიჭებმა, ციცქნა კუკრუჭანა თუ გრძელი გოგრიმიჭელა. ერთი ყლაპ! და უცებ ჭამენ პაწაწი...ჟირაფის შარფიმეგობრები ძველი ლამას მუდამ ახსოვს, ამიტომაც ახლა ჟირაფისთვის შარფს ქსოვს. ხელი კი აქვს სწრაფი, თუ ეყოფა ...ბაყაყების ზეიმიაუზის წყლის დამყაყება იზეიმეს ბაყაყებმა, დაიბერეს ლაყუჩები: –არც იფიქროთ გავყუჩდებით! ყიყინებენ: ყი, ყი, ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026