kids.ge logo

მეცამეტე გოჭი

ფავორიტებში დამატება

დაბადნენ გოჭები,
ლოტოს მრგვალი კოჭები
და დინგების ცეცებით
დედის ძუძუს ეძებენ.
დედა ღორი ღრუტუნებს:
-დაცავით რიგი,
ვინც პირველი დაბადა,
წინ შეჭამს იგი!
ერთი, ორი, სამი, ოთხი,
ხუთი, ექვსი, შვიდი, რვა,
ძუძუს წოვენ გოჭები
გვერდულად და ირიბად.
ცხრა, ათი და ჰა, კიდევ
თერთმეტი და თორმეტი,
სულ თორმეტი ძუძუ აქვს,
არ სჭირდება ღორს მეტი.
მაგრამ ეს რა ხმა ისმის,
დედა ღორს ვინ ფხოჭნის?
-თურმე დაბადებულა
მეცამეტე გოჭი!
ხუტება და-ძმებს,
ძებს ძუძუს და რძეს.
დედა ღორი დარდობს:
-დარჩა გოჭი მარტო.
მაგრამ ჩვენმა გოჭებმა,
ლოტოს მრგვალმა კოჭებმა,
წრიპა მეცამეტე
განა გამეტეს?
თქვეს:- ღორები კი არ ვართ,
რაფერი მოგვრჩეს,
დანდობას და სიყვარულს
ვინ გვასწავლის გოჭებს!
დები სითბოს გავუყოფთ,
სარჩოს მივცემთ ძმები,
სე ტკბილად ვიქნებით,
სანამ გავიზრდებით.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ჰულა ჰუპიერთი, ორი, სკუპი, სკუპი, დატრიალდა ჰულა ჰუპი. დაედევნა მსუქან ზებრას, უყვარს მისი გაბრაზება. მოეხვია რქებ...მოდელი წეროგრძელფეხება წეროს მოდელობა უნდა, თავზე ადევს წიგნი, როგორც თივის ბურდა. და სიარულს სწავლობს: ერთი! ორი! ს...მელაკუდას სალონიმელამ გახსნა სალონი მართლა გასაკვირველი, ლომი ფაფარაყრილი ჩაეწერა პირველი. მგელი, ვეფხვი და დათვი თავიანთ...ინდაური ფხორაინდაური ფხორა, მიწას ფრთებით ფხორავს, ცეკვავს გამეტებით _ააყენა მტვერი! მარჯვედ უვლის დავლურს, _დახეთ, ამ...ღამურაყველასაგან მალულად სხვენში ცხოვრობს ღამურა, ჭერზე თავდაყირა ჰკიდია და სძინავს. თუმც, დროდადრო,როცა ღიმილი...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026