kids.ge logo

ჟრუნი დედალი

ფავორიტებში დამატება

-კა, კა! -ჟრუნი დედალი
კვეხნით იკლებს საქათმეს,
თითქოს კვერცხი ჯერ ქათამს
არ დადოს აქამდე.
თითქოს ოქროს კვერცხია,
თვითონ გმირი დედალი
და ღირსია, დაჰკიდონ
გრძელ კისერზე მედალი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026