kids.ge logo

სანდროს ლექსი

ფავორიტებში დამატება

ცხარე ცრემლით ტირის სანდრო:
-არ ყოფილა თოვლი სანდო!
წელს პირველად ვნახე, თორემ
მოვტყუვდები განა სხვა დროს?
კარგი ჩანდა შორიდან
და თამაში მომინდა,
მაგრამ ერთი შეხებით
გამიყინა ხელები.
გამიწითლა ცხვირი,
გამიწითლა ლოყები,
მე და თოვლი, ვფიცავ, რომ
წი ვერ დავმოყვრდებით!
-კარგი ერთი, სანდრო,
წუწუნია რა დროს.
მას გიჯობს, ბებოს სთხოვო,
ხელთათმანი მოგიქსოვოს!
გულინად გამაცინე,
სანდრო ბიჭო, გაზარდე,
ზუსტად ვიცი, თოვლის წყენა
გადაგივა გასამდე!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

იხვების პიკნიკიმწყობრად, რიგის მიხედვით სად გარბიან იხვები? -სად და, დახეთ, ისევ გაყინული ტბისკენ. დაიწყებენ სრიალს, ფეხ...თახვების კაშხალირა ქნეს, ერთი დახეთ ბუნების მცველ თახვებს. ღობეების ნაშალით ააშენეს კაშხალი. გადაკეტეს ტბორი თითქოს დევის...ხაჭაპურირატომ ვჭამო მარტო ყველი, რატომ ვჭამო მარტო პური, ტოსტერს თითი დავაჭირე, გამოვიდა ხაჭაპური....ქინქლაგაიმართა წელში ქინქლა, დადგა რთველი, როგორც იქნა. დასტრიალებს ვენახს თავზე, დაწურავენ ყურძენს ხვალ-ზეგ. ჰ...ძაღლის გასაჭირიპანდემიით დაღლილი ეზოს ძაღლი დარდობს: _უსწავლელი მრჩებიან შავყურა და მარდო. ეს ონლაინ სწავლება არის მართლ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026