kids.ge logo

კამათი

(ვინ არის მართალი?)

ფავორიტებში დამატება

(შემოდის სანდრო ბურთით ხელში)

-ეხ,რა კარგად ვითამაშე,
ვბურთაობ და დავხტუნავ,
არც ლექსების სწავლა უნდა,
არც ათამდე თვლა უნდა.

გადახტი და გაქეცი,
აქეთ-იქით,ჩქარ-ჩქარა,
სიმარდეში ვერ მაჯობებს,
ვერც კურდღელი ნაცარა.

(შემოდის მეზობლის გოგო ნანა)

-რატომ ბაღში არ იყავი,
ცი დღეს რა ვისწავლე?
კარგი ლექსი რომ გვასწავლის
სიკეთეს და სიმართლეს.

(იცინის სანდრო)
-აუჰ,დედა რა მომხდარა?!
ლექსი დაუსწავლია,
დიდი რამეც დამიხედეთ
მეტიჩარას,პრანჭიას.

-კიდევ იცი,დღეს რა ვნახე?
თუთიყუში ლამაზი.
სულ გალობდა,ჭახჭახებდა,
ჩვენც დაგვიწყო თამაში.

თამდე თვლა ხომ ვისწავლე,
სულ დაგითვლი შენს თითებს,
აბა,ხელები მაჩვენე,
დათვლა სულ არ მაშინებს.
(ხელებს გამოსტაცებს)

-ამ პრანჭიას დამიხედეთ,
თმა კიკინას,ტირიას.
თუ ეგრე გაჯიბრე,
ჩვენ მეზობელ მირიანს.

მირიანმა კითხვაც იცის,
წერს კიდევაც ლამაზად,
ზღაპრებს თვითონვე გვიკითხავს
გამოთქმით და თამამად.

-მირიანი?ის ხომ ჩვენზე
გაცილებით დიდია,
მთელი ხუთი წლით უფროსი,
თერთმეტი წლის ბიჭია.

-თერტმეტი წლის,თერთმეტი წლის,
თქვი რას ნიშნავს თერთმეტი?
რაფერიც შენ არ იცი,
ბაქია ხარ,ჩერჩეტი.

-ბაქია ვარ?აბა,ერთი
დავითვალო მისმინე,
თვლა დღეს ბაღში დავისწავლე,
კარგი ყურით მისმინე.(თვლის ათამდე)

სულ მალე კი მეც სკოლაში,
დედანას გადავშლი ,
და არავის არ დავუთმობ
პირველობას სწავლაში.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ბებიასქალთა დიდი დღეობაა მოქრიალებს ეტლი, მოაქვს ფიქრი უამრავი და ოცნება ბევრი. ცოტა ფიქრი და ოცნება ჩემს დედიკ...ქარიქარი ცელქობს, დახარხარებს, არე-მარეს ახმიანებს, ბალახ-ბულახს ეფერება, ფოთლებს ცაში აფრიალებს. მოსვენება ა...ჩემი სოფელიშენ ჭრელ კალთებს დაგიკოცნი, გული შენზედ მემღერება, ცელქი სიო მეფერება, ცხრათვალა მზე მევედრება: დაგახატო ...თორნიკელას ანბანია,ბ,გ,დ...ითვლის ანბანს თორნიკელა მოღუშული, როდის უნდა ჩაამთავრონ, ასოების გრძელი მწკრივი?! აღარ უნდა დაა...ჭიათურასროცა ფრთებს შეისხამს სიხარული, როცა ყვავილების ზღვაურია, როცა ფერადდება არე-მარე, როცა ხვავიანი ხმაურია. ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026