kids.ge logo

მოვა ახალი წელი

ფავორიტებში დამატება

დე−კემ−ბე−რი ი−ლე−ვა,
გა−რეთ ცი−ვა, ზოგ−ჯერ თოვს.
დას−ვე−ნე−ბაც ი−წყე−ბა,
თოვლ−ში თა−მაშს რა−მე სჯობს?
რას ე−ლი−ან ბავშ−ვე−ბი,
კარ−გად ი−ცის ბუ−ნე−ბამ,
ა−ღარ ვარ−გა ამ−დე−ნი,
ტვი−ნის გა−დაბ−რუ−ნე−ბა.
მო−ფარ−ფა−ტებს ფიფ−ქე−ბი,
მო−ვი−მარჯ−ვეთ გუნ−დე−ბი,
და−ვა−ყე−ნეთ ცი−გე−ბი,
ვე−ჯიბ−რე−ბით გუნ−დე−ბით.
ნაძ−ვის ხე−საც ა−ვა−წყობთ,
მოვრ−თავთ ირგვ−ლივ გა−რე−მოს,
ა−რა, წელ−საც არ მა−წყობს,
ჯა−დოქ−რო−ბას არ ვენ−დო.
წე−რილს ი−სევ მი−ი−ღებს
ჩემ−გან თოვ−ლის ბა−ბუ−ა
და გუ−ლით რომ ი−ცი−ნებს,
ა−მას კი−თხვაც არ უნ−და.
მთე−ლი წე−ლი ვად−გენ−დი
სა−ჩუქ−რე−ბის ამ სი−ას,
თან ძმისთ−ვი−საც რამ−დე−ნი
ჩა−ვა−მა−ტე, მად−ლი−ა.
კარ−გადაც ვიქ−ცე−ო−დი,
სულ ბო−ლომ−დე ვხვრეპ−დი სუპს,
ხში−რად არ ვიქ−ცე−ო−დი
და არ ვი−ტყავ−დებ−დი მუხლს.
მო−ვა ა−ხა−ლი წე−ლი,
სი−ხა−რუ−ლით აგ−ვავ−სებს.
თან თოვ−ლის ბა−ბუს ვე−ლით,
რას მოგ−ვი−ტანს ა−ბა, წელს!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

საქართველოქართველმა იცის სამშობლო, მიწის საზომი არ არის. მაღალმა ღმერთმა დალოცოს ეს მშვენიერი მთა-ბარი. სამშობლო ჩვ...დედის დღეამარტი დადგა, გაზაფხული ბევრ სიხარულს გვპირდება, ზამთრის სუსხით გათანგულთ კი სასწაული გვჭირდება. საქმიანი ...ძველით ახალი წელია თუ იმედი გაგიცრუვდათ, რწმენაც შემოგელიათ, თქვენთან არც სანტა მოსულა, არც კეთილი ფერია, ბალიშის ქვეშ ხელს ...თანამედროვე და-ძმაჩვენს პატარა ოჯახში, ორი ბავშვი ცხოვრობსო. სხედან მათთან ოთახში, დაამსგავსეს სოროსო. უმცროსია დაიკო, და ც...შემოდგომაზაფხული უკვე გავიდა, შემოდგომაა, აცივდა. გადაფერადდა ხეები, წაბლით გაივსო ტყეები. ხილით ივსება კალათა, ბა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026