kids.ge logo

პატარა ბიჭი ვიყავი

ახალი სიმღერა

ფავორიტებში დამატება
პა−ტა−რა ბი−ჭი ვი−ყა−ვი,
პა−ტა−რა ბი−ჭუ−კე−ლა−ო;
“და−ურ−ჩი დე−დას, კარ−გი ხარ!”
შე−მომ−ნატ−რო−და ყვე−ლა−ო.

პა−ტა−რა გო−გო მიყ−ვარ−და,
პა−ტა−რა გო−გუ−ცა−ნა−ო;
ცა−ში ვარსკვ−ლა−ვიც არ ბრ−წყი−ნავს
ლა−მა−ზი ი−მის−თა−ნა−ო.

თა−ვი მოგვ−წონ−და ო−რი−ვეს,
გულს კა−რი ჰქონ−და ღი−ა−ო;
შიგ ჭიკ−ჭი−კობ−და ბულ−ბუ−ლი,
ვარ−დი ჰყვა−ო−და, ი−ა−ო.

გვე−გო−ნა, დაბ−ლა ქვე−ყა−ნა
მაღ−ლა ცით და−თაფ−ლუ−ლა−ო,
შიგ სიყ−ვა−რუ−ლი ნა−თე−სი
ჩვენს კარ−ზე ა−მო−სუ−ლა−ო!

თავ−ზე და−ვიდ−გით გვირგ−ვი−ნი,
მივ−დე−ქით საყდ−რის კარ−სა−ო;
მა−მა−სახ−ლის−მა დაგვ−ჩხავ−ლა:
- “მღვდე−ლო, რად სწერ−დი ჯვარ−სა−ო!

ნე−ფეს სალ−და−თად იწ−ვე−ვენ,
უნ−და მო−ხა−დონ ვა−ლი−ო;
სამ წლამ−დის ქვრი−ვად დარ−ჩე−ბა
ხემ−წი−ფის პატარძალიო”.

ავ−ტირ−დი პა−ტა−რა ბი−ჭი,
პა−ტა−რა ბი−ჭუ−კე−ლა−ო;
“ვა−ი შენს დე−დას, საბრალოვ!”
შე−მომ−ტი−რო−და ყვე−ლა−ო.

პა−ტა−რა გო−გოც ა−ტირ−და,
პა−ტა−რა გო−გუ−ცა−ნა−ო,
მაგ−რამ ჩემ დაბ−რუ−ნე−ბამ−დე
სხვა ნა−ხა ჩე−მის−თა−ნა−ო.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ვაშლიფოთლებში გამოუყვია თავი მწიფე ვაშლს შებრაწულს. ქვეშიდან უჭვრეტს ყმაწვილი, და რომ ვერ სწვდება, იტკენს გულს...მახეში გაბმული ჩიტიბავშვები: გაბმულხარ, ჩიტო, მახეში? გაჩერდი, ნუღარ ფართხალობ! ჩვენი ხარ, ვეღარ წაგვიხვალ, დაგვიმორჩილდი, რ...სატრფოსმშვენიერო, შენ გეტრფი, შენი მონა ერთგული, შენთვის სულდგმულს, შენგანვე, შენთვის მიძგერს ეს გული! მეგულები ...მგელი და კრავიერთხელ პატარა ბეკეკას დასცხა და წყალი მოსწყურდა, მდინარის პირას მიადგა, წყურვილის მოკვლა რომ სურდა. თურმე...გულის პასუხიცრემლში მილესავს ნაღველი და მელნად ის მიხმარია!... შიგ თაფლი არის ნარევი და ზოგან ცხარი ძმარია!.. ზოგს ეტ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026