kids.ge logo

ამირანი

ფავორიტებში დამატება
კავ−კა−სი−ის ქედ−ზე ი−ყო
ა−მი−რა−ნი მი−ჯაჭ−ვუ−ლი,
ყვავ-ყორანი ეხ−ვე−ო−და,
დაფ−ლე−თი−ლი ჰქონ−და გუ−ლი.

ქვეყ−ნად ცე−ცხლის მო−ტა−ნისთ−ვის
გულს ცე−ცხლი არ ჰნელ−დე−ბო−და,
და რა−ღა−ცა მან−ქა−ნე−ბით
წყლუ−ლი ი−სევ მთელ−დე−ბო−და.

ჰქონ−და ჭირ−ში მოთ−მი−ნე−ბა:
არც ჰკვე−სო−და, არც ოხვ−რი−და;
უ−სა−მართ−ლო ძლი−ე−რე−ბას
მო−ნუ−რად ქედს არ უხ−რი−და!

ბო−ლოს მა−ინც გა−მარჯ−ვე−ბა
დარ−ჩა!.. ყვე−ლა გა−ა−ო−ცა!.. -
და ის ღვაწ−ლი მა−გა−ლი−თად
მი−წის შვილ−თა მან გად−მოს−ცა.

კავ−კა−სი−ის მა−ღალ ქედ−ზე
მი−ჯაჭ−ვუ−ლი ა−მი−რა−ნი
ა−რის მთე−ლი სა−ქართ−ვე−ლო
და მტრე−ბი კი ყვავ-ყორანი.

მო−ვა დრო და თავს ა−იშ−ვებს,
იმ ჯაჭვს გას−წყვეტს გმირთა-გმირი!..
სი−ხა−რუ−ლად შე−ეცვ−ლე−ბა
ამ−დე−ნი ხნის გა−სა−ჭი−რი!...

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მომაკვდავის ფიქრებითუ ჩემს სამშობლოს გამოაღვიძებს ჩემი სიკვდილი, აჰა, მეც მზად ვარ!.. მოდი, ჯალათო, შენი მახვილი შეუბრალებლა...სალამურიგამიგონია, ვითომც ლერწამი ობლის საფლავზე ამოსულიყოს და თავის ქნევით, დამუქრებული, მაღლა ზეცისკენ ის წასულ...იუბილეეს ჩემს თავზე რა მოსულა? სადა ვარ? სიზმარია, თუ სასიზმრო ზღაპარი? ღარიბ-ღატაკს და ბნელში მყოფს აქამდე, ვი...გულის პასუხიცრემლში მილესავს ნაღველი და მელნად ის მიხმარია!... შიგ თაფლი არის ნარევი და ზოგან ცხარი ძმარია!.. ზოგს ეტ...გლეხის საჩივარიდიდება შენდა, უფალო! რასა გვთხოვს? რა მოუცია, რომ ჩამოგვიდგა ჭირივით სოფელში ეგზეკუცია? სადღაც ვიღაცას რა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026