kids.ge logo

კომბლე და მგელი

ფავორიტებში დამატება

ი−ყო ერ−თი კომბ−ლე,
ყავ−და ო−რი ცხვა−რი.
და ო−რივე ი−ყო,
თვი−ნი−ე−რი, წყნარი.

კომბ−ლე კომბ−ლებს თლი−და,
ჭე−რი ჰქონ−და სავ−სე.
მათ მ−წყემ−სებ−ზე ყიდ−და,
თავს ირ−ჩენ−და ასე.

ცხვრებს უშ−ვებ−და დი−ლით,
სა−ბა−ლა−ხოდ ტყე−ში.
თვი−თონ კომბ−ლებს თლი−და
და ა−წყობ−და ჭერში.

ეს ი−ცო−და დათვ−მა,
ეს ი−ცო−და მე−ლამ,
ეს ი−ცო−და ტუ−რამ,
ეს ი−ცო−და მგელ−მა.

თუმ−ცა ცხვრებ−თან მისვ−ლას
ვე−რა−ვინ ბე−დავ−და.
კომბ−ლეს ში−შით, ა−ბა,
მის ცხვრებს ვინ შე−ჭამდა.

მაგრამ მარ−ტო მგელ−მა
გა−ბე−და და ცხვრე−ბი
ი−სე გა−დაყ−ლა−პა,
არ და−ტო−ვა ძვლე−ბიც.

- არ მეს−მი−სო, - მგელ−მა -
კომბ−ლე რა კა−ცი−ა.
კომბ−ლები რად უნ−და,
თუ კი მამაცია.

ცხვრებს რომ ტყე−ში უშ−ვებს,
ჩვენ ა−რაფ−რად გვთვლი−სო.
ზის და არ−ხე−ი−ნად
სახლ−ში კომბ−ლებს თლისო.

ერ−თი გა−ბე−დოს და
და−მამ−ცი−როს ხალხ−ში.
მაძ−ღა−რიც რომ ვი−ყო,
გა−დავყ−ლა−პავ წამში.

ახლა, წა−ვალ, თო−რემ,
და−ღამ−დე−ბა მა−ლე.
ი−ეჭ−ვე−ბენ ჩემ−ზე,
თუ არ დავიმა−ლე.

ცხვრებს და−უ−წყებს ძებ−ნას,
ა−წი, კომბ−ლე ტყის პირს.
,,მგელ−მა შე−ჭა−მა−ო"
ყვე−ლა ჩემ−ზე იტყვის.

და მაძ−ღა−რი მუც−ლით,
გა−ძუნ−ძულ−და ტყის−კენ.
თუმ−ცა, კომბ−ლე, უკ−ვე
მი−დი−ო−და მისკენ.

და როს მგე−ლი შესვ−ლას
ა−პი−რებ−და ტყე−ში.
გზა მო−უჭ−რა მგელ−სა,
კომბ−ლემ კომბ−ლით ხელ−ში

- ა−ბა, მგე−ლო, მგე−ლო,
არ მე−ლო−დი მე−ო.
ვი−ცი ჩე−მი ცხვრე−ბი
შენ რომ შე−ჭამე−ო.

მესმის, ჩე−მი ცხვრე−ბის,
სუ−ნი ა−ვი−ღე−ო.
ცხვრე−ბი ა−მო−უშ−ვი,
პი−რი გააღეო.

თუ არ გინ−და თავ−ში,
რომ კომ−ბა−ლი ჩაგ−ცხო.
- გა−მო−უშ−ვებ, ო−ღონდ,
გ−თხოვ, არ მომკ−ლა კაცო!

არ მომკ−ლა და ნა−ხავ,
რო−გორ შე−ვიცვ−ლე−ბი.
ა−ი, ცო−ცხლე−ბი−ა,
ნა−ხე, შე−ნი ცხვრე−ბი.

სიხარულისაგან
კომბ−ლე აფრქ−ვევს ცრემლ−სა,
ე−ფე−რე−ბა ცხვრებს და
თან თითს უქ−ნევს მგელ−სა.

- ნუ−ღარ შე−ჭამ ჩემ ცხვრებს,
ნუ−ღარ ა−მა−ტი−რებ.
თო−რემ გე−ფი−ცე−ბი,
ა−ღარ გა−პა−ტი−ებ.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

პანდაისევ სძინავს ხის ტოტზე, ძილისგუდა პანდას; ნეტავ, ვინ დაახურავს, პანდას თბილად საბანს? ქარი რომ ამოვარდეს,...დამნაშავეა ქარი- დედი, მითხარი, იმ ხეს, რატომ აჭრიან ტოტებს? - შვილო, თეთრეულს გვიხევს, ეზოში გვიყრის ფოთლებს. - მისი ბრ...მამალიიცით მამალი რას გვაძლევს? რას და ხორცსა და ბუნდღასო, დილით ყივილით გვაღვიძებს და ქათმებს მცველად უდგასო....მამი ჩამოდი ეზოში!მამი, ხომ გიყვარს ბავშვები, რატომ არ გვეთამაშები?! ჩქარა ჩამოდი ეზოში, ამდენ ხანს სახლში რას შვები?! ჩამო...სპილოგააჩერა სპილომ მოძრაობა გზაზე დააბიჯებს, ურცხვად მანქანების თავზე... ირგვლივ ამტყდარ პიპინს სულ არ უგდებს...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026