kids.ge logo

ქეთინოს ბაფთები

ფავორიტებში დამატება
გა−და−იფ−რი−ნეს პეპ−ლებ−მა
ა−თას−ფე−რა−დი ტრა−მა−ლი,
უხ−ვად მი−ირთ−ვეს ნექ−ტა−რი,
ვით უკვ−და−ვე−ბის წა−მა−ლი.
და−კოც−ნეს ვარ−დი, ყა−ყა−ჩო,
ი−ა, ღი−ღი−ლო, ენ−ძე−ლა,
ცის და−სა−ლი−ერს მი−ადგნენ,
დაღ−ლი−ლებს ფრე−ნა ეძ−ნე−ლათ,
უ−ცხო ყვა−ვილ−ზე ჩა−მოსხდ−ნენ
თვა−ლი მო−ლუ−ლეს წა−მი−თა,
უ−ცებ წა−მოდ−გა ყვა−ვი−ლი,
ყვა−ვი−ლი უ−ცებ წა−ვი−და.
პე−პე−ლამ უ−თხრა პე−პე−ლას:
- რა გვე−მარ−თე−ბა, ნე−ტა−ო,
მოსი−არულე ყვა−ვი−ლებს
თვა−ლით პირ−ვე−ლად ვხე−და−ვო.
მა−შინ ყვა−ვილ−მა შეჰ−კად−რა:
- რამ შე−გა−ში−ნათ, ნე−ტა−ო,
ქე−თი−ნო მქვი−ა სა−ხე−ლად,
რა ვქნა, მას−ხე−დით ზე−და−ო,
მინდვ−რად ბაფ−თე−ბი დავ−კარ−გე,
სა−უ−ბე−დუ−როდ ჩემ−და−ო,
რომ მი−მა−ტო−ვოთ, პეპ−ლე−ბო,
შინ არ შე−მიშ−ვებს დე−და−ო.
ვერ გა−უწ−ბი−ლებს პეპ−ლებ−მა
თხოვ−ნა და გუ−ლის−ნა−დე−ბი,
ახ−ლა ა−რა−ვინ არ და−დის
ქე−თოს−ნა−ი−რი ბაფ−თე−ბით.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ტელევიზორი- გადაცემა ვისზეა, ყვავზეა თუ ჩხიკვზეა? - სულერთია, ვისზეა, ჩართეთ ტელევიზორი! ... და მთელი დღე ასეა, ყვე...ბუაბებომ იმდენი მაშინა, - მოვა და შეგჭამს ბუაო, მე მგონი თვითონ შეშინდა და წნევამ გააბრუაო. ნუ გეშინია, ბები...ყვინჩილასაქათმის კარებს რომ არ გიღებ, ამისთვის მემდური, ყვინჩილა? რა გიყო, რა ჩემი ბრალია, მეზობლის მამალმა გიჩივ...ნოდარიკოს გასაჭირი- უსმინე დეიდებს, ბიცოლებს, მამიდებს, თუ გინდა ამ ზაფხულს სოხუმში წახვიდე, ახლავე სუყველას პირობა დაგვიდე...ძმური სამსახურიგამიწიე, მურია, ძმური სამსახურია, ჩემს მაგივრად შეჭამე კარაქი და პურია. და თუ ხვალაც შენ შეჭამ ჩემს მაწონ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026