kids.ge logo

მინდა რამ ვთქვა

ფავორიტებში დამატება
მინ−და რამ ვთქვა, მაგ−რამ რა ვთქვა,
უ−სა−მართ−ლოდ ა−ლაგ−მულ−მა?
ჩე−მი გრძნო−ბა უნ−და უხ−მოდ
შიგ ჩა−იკ−ლას წყლულ−მა გულ−მა!

მე ამ ლა−გამს წა−ვიძ−რობ−დი,
არ მაქვს უ−ცხოს მო−რი−დე−ბა;
მაგ−რამ რა ვქნა, რომ ხელ−მარჯ−ვედ
ჩე−მივე ძმა მე−ჭი−დე−ბა!

ი−მის აზ−რი სულ სხვა ა−რის
და სულ სხვას გრძნობს ჩე−მი გუ−ლი;
მე სხვა რა−მე მე−ნატ−რე−ბა, -
მა−გას ჯილ−დო, ა−ნუ ფუ−ლი!

ეჰ, რა მეთქ−მის? მირ−ჩევ−ნი−ა
უხ−მოდ მოვკ−ლა გრძნო−ბა გულ−ში
და არ−ვის კი არ მივ−ყი−დო
არც ჯილ−დოში და არც ფულ−ში!..

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ღამურაერთმა უგნურმა თაგუნამ იუკადრისა თაგვობა, დასწყევლა თვისი გაჩენა, ბუნების იწყო მან გმობა: “იმ უსამართლო ბუ...ჩემი სიმღერატიალმა წუთისოფელმა ნაღველი დამალევია; არც მომკლა, არც დამარჩინა, არც სული დამალევია. გაჩენის დღესა ვიწყევ...ვაჟა-ფშაველასენას გიწუნებ, ფშაველო, მგოსანო მაღალ მთისაო, თუმც კი გვითესავ მარგალიტს!.. მკითხველიც იმას მკისაო! ჯერ არ...საიდუმლო ბარათისაიდუმლო ბარათო! გითხრეს: “ექმენ მარადო სიხარულის მიმნიჭედ და სევდისა ფარადო”. მისთვის გიდებ უბეში, გალბო...სანამ ვიყავ ახალგაზრდასანამ ვიყავ ახალგაზრდა და სიამით ძგერდა გული, ვნატრობდი და არ მეღირსა ბედუკუღმართს სიყვარული. როს დავბერდ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026