kids.ge logo

გულის პასუხი

ფავორიტებში დამატება
მე შენ მიყ−ვარ−დი ცი−უ−რის გრძნო−ბით,
ვით პო−ე−ზი−ა, რო−გორც ღვთა−ე−ბა
და შენს თვა−ლებ−ში მე−ხა−ტე−ბო−და
სა−სუ−ფე−ვე−ლი და უკვ−და−ვე−ბა!

ჭირ−ში თუ ლხინ−ში, ფხიზ−ლად თუ ძილ−ში
მცველ-ანგელოზად მე−ლან−დე−ბო−დი,
და, ვით ხა−ტის წინ წმინ−და სან−თე−ლი,
უ−ბი−წო მსხვერპ−ლად შენ-წინ ვდნე−ბო−დი.

უხმო-უსიტყვო გრძნო−ბა−თა ლოც−ვა,
სა−ან−გე−ლო−ზოდ რომ ენ−თე−ბო−და,
ცი−ურ მა−ნა−ნად, ნუ−გე−შის ცრემ−ლად,
უ−ჩინ−რად გულს−ვე ეწ−ვე−თე−ბო−და.

მაგ−რამ ჯო−ჯო−ხეთს და ბო−როტ სუ−ლებს
არ ას−ვე−ნებ−და ცი−ური ძა−ლა
და უკვ−და−ვე−ბის წმინ−და წყა−რო−ში
ჩა−აწ−ვეთწ−ვე−თეს შხამი… სამ−სა−ლა!

შენც შეგარყიეს… უ−სა−მართ−ლო−ბამ
უღმრ−თოდ გა−აქ−რო ტრფო−ბის ლამ−პა−რი
და მა−შინ ბნელ−ში დავრ−ჩი მე ობ−ლად,
უსულ-უგულო და ცოცხალ-მკვდარი.

მაგ−რამ მიყ−ვარ−ხარ! მა−ინც მიყ−ვარ−ხარ,
ვით პო−ე−ზი−ა, რო−გორც ღვთა−ე−ბა,
თუმც მაგ თვა−ლებ−ში აწ სხვისთ−ვის ბრ−წყი−ნავს
სა−სუ−ფე−ვე−ლი და უკვ−და−ვე−ბა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მახეში გაბმული ჩიტიბავშვები: გაბმულხარ, ჩიტო, მახეში? გაჩერდი, ნუღარ ფართხალობ! ჩვენი ხარ, ვეღარ წაგვიხვალ, დაგვიმორჩილდი, რ...მომაკვდავის ფიქრებითუ ჩემს სამშობლოს გამოაღვიძებს ჩემი სიკვდილი, აჰა, მეც მზად ვარ!.. მოდი, ჯალათო, შენი მახვილი შეუბრალებლა...თქვენი ჭირიმეამ დღეს ველოდი, მოვესწარ!… ვიცინი, აღარ ვტირი მე. ახალგაზრდებო, აწ კი თქვენ გამოდით, თქვენი ჭირიმე!… ბევრ...გლეხის საჩივარიდიდება შენდა, უფალო! რასა გვთხოვს? რა მოუცია, რომ ჩამოგვიდგა ჭირივით სოფელში ეგზეკუცია? სადღაც ვიღაცას რა...სურვილიმინდა, რომ ჩემსა სატრფოსა ვხედავდე თავისუფალსა, რომ ძალით ვერ აშინებდენ, ვერც ნებით უხვევდენ თვალსა!.. მი...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026