kids.ge logo

ასოხატულა კუნწულები

ფავორიტებში დამატება
არჩევანი, ა−რა−და−ნი.
ა−ლამს ახ−ვევს ა−ლამ−და−რი.
ამ მი−წის და ამ ცის და−რი
ა−რის სად−მე?
- არ−სად ა−რი!

ბილიკ-ბილიკ ბურ−ტყუ−ნებს
ბრიყ−ვი ბელი-ბელუკა
- ბა−ნით ვჯობ−ნი ბულ−ბუ−ლებს,
ბე−ჭე−ბით კი - ბერ−მუ−ხას!

გუგუ-გუგუ! -
გუ−გულ−მა,
გულჭ−რე−ლა−თა გვა−რისამ,
გა−მარ−ჯო−ბა გვი−სურ−ვა,
გუ−ლი გაგ−ვი−ხა−ლი−სა.

დიდი დათ−ვი დრუნ−ჩი−ა−ნი,
დუ−დღუ−ნა და დან−და−ლა−ო,
დი−ლით ად−რე წა−მომდ−გა−რა
თაფ−ლის ჭა−მით დამთვ−რა−ლა−ო.
დამთვ−რა−ლა და და, და, და!
რა დიდ−გუ−ლა გამხ−და−რა−ო!

ენაჭიკჭიკა ე−ლე−ნე
ექვს სტუ−მარს ერ−თად ე−ლი−სო:
ე−კუ−ნას, ელ−დარს, ექვ−თი−მეს,
ე−ვას, ემ−ზარს და ე−ლი−სოს.
კედელ-ჭერს სწვდე−ბა სურ−ნე−ლი
სველ-სველი ენ−ძე−ლე−ბი−სო.

ვანის ველ−ზე ვე−ნა−ხი გვაქვს
ვბა−რავთ, ვმორჩ−ნით, ვწამ−ლავთ, ვყე−ლავთ.
ვერ−ვისნ გვჯობ−ნის სწავ−ლა−ში და
ვა−ზის მოვ−ლაც ვი−ცით ყვე−ლამ.

ზა−რი ზან−ზა−რებს უზარმაზა−რი,
ზარ−მაც ზა−ზუ−ნას დას−ცა თავზა−რი.

თრიალეთის მთა−თა კალ−თებს
თავ−ზე მთვა−რე დაჰ−ქათ−ქა−თებს.
თეთრ თე−ლას−თან ფთი−ლა−ა თუ
თე−ოს თეთ−რი თრი−თი−ნა თვლემს.

იისფერი ივ−ნი−სის ცა
ი−სევ ბრ−წყი−ნავს მზით გიზ−გი−ზა.
ივ−რის−პი−რა ი−ა−ლაღ−ზე
იფ−ნის ის−რებს ითვ−ლის ი−ზა.
ვის მი−ართ−მევს, ი−ცით, ვი−სა?
ციცქ−ნა ბიჭ−სა ი−რაკ−ლი−სა.

კუტკალია სკუპი-სკუპა
კვლავ გაჰ−კი−ვის კარ−და−კა−რა:
- კა−ლი−ე−თის მკა−ლა−ვი ვარ,
სა−კორ−კო−ტე ქვაბ-კასრს ვკა−ლავ.

ლომმა დაღ−ლი−ლი თვა−ლი მი−ლუ−ლა,
სველ ლე−ლი−ან−ში სულს ლევს გმი−რუ−ლად.

მელამ მო−გაგ−ნო, მა−მა−ლო,
მუ−რას მო−უხ−მე მა−ლე−ო!
მა−ნამ მშვე−ლე−ლი მო−გი−ვა,
მაყვლ−ნარ−ში მიიმა−ლე−ო.

ნამნაპკური ნა−ნას ყა−ნა
ტანს იმშ−ვე−ნებს თან−და−თა−ნა,
ნი−ავს ნა−ზად მინ−დო−ბი−ლი
ის−მენს ნარ−ნარ იავნა−ნას.

ოქროსფრად მორ−თულ
ოქ−ტომბ−რის ბო−ლოს,
ო, რო−გორ უხ−მობს
ო−ლო−ლი ო−ლოლს!

პაპანებაში ტყის პი−რას
პავ−ლი−ას პა−პამ პა−პუ−ნამ
პილ−პილს, პრა−სას და პა−მი−დორს
აპ−კუ−რა შხა−პი შხა−პუ−ნა.

ჟოლოს ჟვე−რი−დან
ჟინჟღ−ლი ჟო−ნავს.
ჟან−გის−ფერ ჟი−რაფს
შე−აჟრ−ჟო−ლა.

რაშს მათხა−რი გადავკა−რი,
ნა−პერწკ−ლე−ბი გად−მოჰ−ყა−რა.
წინ გა−ვარ−და, რო−გორც ქა−რი,
მაქ−რი−ა−ლა შა−რა-შა−რა.

სოსო ა−სე რას ხა−ლი−სობს?
დღეს სურ−ვი−ლი ა−ის−რუ−ლა.
სა−გან−გე−ბოდ შე−უ−კე−რეს
სა−მა−ი−სო მა−ი−სუ−რა.

ტირის მარ−ტი, გულს უკ−ლავს
შინ ჩა−კე−ტილ პა−ტა−რებს.
ტა−ტას ბა−ტი ფარ−ფა−ტა
ტალახ-ტალახ ტან−ტა−ლებს.

უმაძღა−რა ღრუ−ტუს უ−ჩა
უ−ნაბს უყ−რის ბღუჯა-ბღუჯა.

ფრათაფოფინა ფარ−შა−ვან−გი
ფან−ტავს ფე−რად ფე−რებ−სა−ო.
ფრინ−ვე−ლე−თის დე−დოფ−ლო−ბას
ფრი−ად შეიფე−რებ−სა−ო.

ქა−რი დაჰქ−რის ბაქი-ბუქით,
ქოხ−ში გაქ−რა ჭრა−ქის შუ−ქი.
მა−ინც არ კრთის ციცქ−ნა შუქ−რი,
თავს ეფრქ−ვე−ვა მთვა−რის შუ−ქი.

ღობის თავ−ზე ვე−ღარ ვხე−დავ
ღუ−დღუ−დე−ლა ღოღ−ნა−შო−სა! -
ოღ−რო−ჩოღ−რო ღე−ლის გაღ−მა
შეღ−რუ−ტუ−ნა ღორ−მა ღორ−სა.

ყანჩა-ყუტა აყ−ლა−ყუ−და
რიყე-რიყე წა−ლა−ყუნ−და.
ა−ყი−ყინდ−ნენ ბა−ყა−ყე−ბი:
- გა−დაგვყ−ლა−პავს ბაყ−ბაყ−დე−ვი!

შა−რიშურა შინ−დი−ან−ში
შტო−ზე შეჯ−და შვი−დი შაშ−ვი.
შე−ეხ−ვე−წა შაქ−რო ში−ოს:
- შვი−ლო, შურ−დულს შე−ეშ−ვი−ო!

ჩუმად გამ−ცა−ლა ყვან−ჩა−ლამ,
ჩარ−დახ−ში ა−რა დამრ−ჩა რა...
ჩი−რი, ჩურ−ჩხე−ლა, ჩა−მი−ჩი,
ჩან−თით შინ წა−ა−ჩან−ჩა−ლა.

ცივი ცვა−რი ცი−ვა ცი−დან,
სცი−ვა, სცი−ვა ცი−და ცინ−დალს.
ცხიკ და ცხი−კო! - ა−ცე−მი−ნებს
ციცქ−ნა ცხვი−რი გა−უ−ცივ−და.

ძეძვის ძირს მი−ძი−ნე−ბულ−მა
ძლივს გა−იღ−ვი−ძა ენ−ძე−ლამ.
ძო−წის−ფერ მზე−ზე პა−ტარ−ძალს
ძი−ლი უ−თუ−ოდ ეძ−ნე−ლა.

წვიმიანში გა−წე−წი−ლი
წისქ−ვი−ლის წინ წუხს წი−წი−ლი.
- წია-წია! - მწა−რედ წი−ვის
წნო−რის წკნელ−ზე წაჰკ−რა წვი−ვი.

ჭინჭრებშუა ჭივ−ჭა−ვე−ბი
ჭან−ჭურს ჭა−მენ ჭი−ა−ნა−ჭამს.
ჭრი−ჭი−ნე−ბი გა−ჭყე−პი−ლან,
ჭინ−ჭი−ლე−ბით სვა−მენ მა−ჭარს.

ხევ-ხევ ხერ−ხი მო−ცუხ−ცუ−ხებს,
ა−ცახ−ცა−ხებთ ვერხ−ვებს, მუ−ხებს.

ჯანსუღმა და ჯმუხ−მა ჯარ−ჯიმ
ჯა−დო−ქარ−ზე გა−ი−მარჯ−ვეს.
ჯა−ხა−ჯუ−ხი ა−ღარ გა−აქვს
ჯო−ხის ხმლებს და აბჯარ-ხანჯლებს.

ჰარლალალე!
ჰე−რი, ჰე−რი! -
ჰა−სან, ბი−ჭო,
რა ჰანგს მღე−რი?
- ამ ჰანგს ჰქვი−ა
მშობ−ლი−უ−რი,
ჰო−და, მიყ−ვარს,
ვით ჰა−ე−რი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

თოვლის პაპის ნათქვამიცეკვით, სიმღერით, სიცილ-კისკისით მომილოცია ახალი წელი! მომაქვს ციგები, მომაქვს გუნდები, მაჭახელების ჭახან...საახალწლოჩირი, ვაშლი, ჩურჩხელა, შოკოლადის ფილა, მოგილოცავთ სუყველას ახალი წლის დილას! ოქრო გოგო-ბიჭებო, დამიბერდით...ჯადოსნური მაგიდასამასპინძლოდ მოგელით, გაშლილი გვაქვს მაგიდა, ყველა დროის ხილია, სულო, გულო, რა გინდა! აქეთ ვაშლი შაქარა, ...ლოკოკინა-ძამია ლოკოკინაო, მარტო არ მოგეწყინაო? მითხარი, რატომ აიგე ასე პატარა ბინაო? სტუმრად რომ ვინმე გეწვიოს, ს...წერილი-ძლიერ წუხდნენ ზღარბები... -რატომ წუხდნენ? -ვაშლი ჰქონდათ საკრეფი... -რა ჰქნეს მერე? -ჟირაფს წერილი მისწე...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026