kids.ge logo

ჯადოსნური მაგიდა

ფავორიტებში დამატება
სა−მას−პინძ−ლოდ მო−გე−ლით,
გაშ−ლი−ლი გვაქვს მა−გი−და,
ყვე−ლა დრო−ის ხი−ლი−ა,
სუ−ლო, გუ−ლო, რა გინ−და!
ა−ქეთ ვაშ−ლი შა−ქა−რა,
ი−ქით - მსხა−ლი გუ−ლა−ბი,
სა−სუს−ნა−ვიც ბევ−რი−ა -
ბა−ლი, შინ−დი, უ−ნა−ბი.
რა−ზედ მორ−ცხვობს ა−ტა−მი?
ცა−ლი ლო−ყა ასწ−ვი−ა,
ხელ−გობ−ზე რომ ა−წყვი−ა,
და−თაფ−ლუ−ლი მარ−წყვი−ა.
ქარ−ვის−ფე−რი ყურ−ძე−ნი
დევს ლარ−ნაკ−ზე სა−თუ−თად,
იწ−ვის სა−ვი მაყ−ვა−ლი,
ბო−ლავს თეთ−რი ხარ−თუ−თა.
უჰ, რა კარ−გი ნეს−ვი−ა!
მნახ−ველს სუ−ნით და−ათ−რობს,
ა−გერ კომ−ში ბა−ქი−ა,
ე−ტო−ქე−ბა სა−ზამთ−როს.
ლა−ლის−ფე−რი მძი−ვე−ბით
რამ ა−ავ−სო ჯამ-თასი?
პი−რა−ღი−ა ბრო−წე−ულს
გა−ხე−ვი−ა ატ−ლა−სი.
გავქ−რე−ბი−ო, ი−ძა−ხის
ლეღ−ვი, ში−შით გამდ−ნა−რი
და სქელ სა−მოსს შე−ნატ−რის
ფორ−თო−ხალს და მან−და−რინს.
ა−ბა, ჩქა−რა, მო−გე−ლით,
გაშ−ლი−ლი გვაქვს მა−გი−და,
ა−ირ−ჩი−ეთ, მი−ირთ−ვით,
სუ−ლო, გუ−ლო, რა გინ−და!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

თოვლის პაპის ნათქვამიცეკვით, სიმღერით, სიცილ-კისკისით მომილოცია ახალი წელი! მომაქვს ციგები, მომაქვს გუნდები, მაჭახელების ჭახან...მარდი ბიჭიგასწორებულ ლოგინზე სკუპ, ფუმფულა ბალიშო! დონდლო ბიჭი კი არ ვარ, ყოველ დილით ვვარჯიშობ!...უცნაური ორთქმავალისაახალწლო ნაძვის ხეზე ქალაქისკენ მომავალი ნიავქარზე უფრო მალი - დგას ბაქანზე ორთქმავალი. დაგანახათ წამით ...წერილი-ძლიერ წუხდნენ ზღარბები... -რატომ წუხდნენ? -ვაშლი ჰქონდათ საკრეფი... -რა ჰქნეს მერე? -ჟირაფს წერილი მისწე...იჩახჩახე ჩიჩილაკოთეთრად ელავს ბურბუშელა და ფიჭვის ხეს სურნელს აკმევს. ზედ კი ბებო ნელა-ნელა ჰკიდებს ვაშლებს, ვერცხლის კაკლ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026