kids.ge logo

მივეგებოთ თოვლის პაპას!

ფავორიტებში დამატება
ზამთარია. არსად არ ჩანს
საყვარელი თოვლის პაპა.
იქნებ გზაში დაკარგა,
იქნებ ზვავმა გადაყლაპა.
იქნებ დიდი ნაძვი მოაქვს,
იქნებ იმ ნაძვს ასი შტო აქვს,
ღარ ყოფნის იქნებ ძალა,
დაქანცა, დაღალა.
წავიდეთ და შევხვდეთ გზაში
და მოვძებნოთ ტყეში, მთაში,
ჩირაღდნებით, შუშხუნებით
გავაჩაღოთ ტყე და მთები.
მივეშველოთ, ჩამოვართვათ
ნაძვის ხე და საჩუქრები.
ჟრიმულით დავბრუნდებით,
შემოვაღებთ ერთად კარებს,
ხელად მოვრთავთ ნაძვის რტოებს,
ვიმღერებთ და გავიხარებთ.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ფისოს კუდიჩემ პატარა ფისოს შევუკერე კაბა, ამოდენა ბაბთი ყელზე გამოვაბი. თავზე დავახურე ამოდენა ქუდი, ვერსად დავუმალ...ძაღლის სულ არ მეშინიაარ რცხვენია ამ ჩვენს თინას, რომ კინაღამ შემაშინა? დღეს ლეკვები მომისია, იმათ კბენაც ხომ იციან! ძაღლის სულ...ბურდღუნა დათვიდაბურდღუნებს დათვი, თურმე სტკივა თათი. -ასე დიდი თათუნა რამ გატკინა, დათუნა? იქნებ თოვლმა მოგისუსხა, იქნე...ჯერ გაკვეთილს მოვრჩებიახლოს არ მომეკარო, არ მოხვიდე, ციცია, ვსწავლობ, ვერ ვითამაშებ, დედა დამიფიცია. მზეო, ნუ შემომიჩნდი, ასე რ...ჩემი ციცუნიასოფლად მიდის ჩემი კატა, ჩემს საყვარელ ბებოს ვატან. იმ წყეულმა წრუწუნებმა გაუწყალეს თურმე გული; შეუჭამეს ხ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026