kids.ge logo

დედი, უთხარ პიკოს...

ფავორიტებში დამატება

დე−დი, უ−თხარ პი−კოს,
რომ ჭკვი−ა−ნად ი−ყოს;
ჩე−მი ქვი−შის სახ−ლი,
ა−ღარ დამინგრიოს!

პი−კოს სულ არ ა−დარ−დებს,
რას ვა−კე−თებ, რას ვშვრე−ბი;
კი−დევ, თუ გა−მაბ−რა−ზებს,
ა−ღარ ვეთამაშები!

რას ყეფ, პი−კო, რა გინ−და?
შენთ−ვის ჯერ არ მცა−ლი−ა;
სახლს ვა−შე−ნებ, ხომ ხე−დავ,
გა−ვი−თხუპ−ნე ძალიან.

შენც ქვი−შით გა−ისვ−რე−ბი,
ბეწ−ვი გა−გი−შავ−დე−ბა;
მე−რე ის, რომ ო−რი−ვეს
დე−და გაგ−ვი−ჯავრ−დე−ბა!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

გაბუტული ნატობებომ გული გამიწყალა, ამიკრძალა თამაში. მსაყვედურობს, ნუ ცელქობო, ნუ დადიხარ ტალახში; თორემ დედას დავურეკ...წიწილებო!წიპა! წიპა! წიწილებო, არ წახვიდეთ შორს; თქვენს დედიკოს დაუჯერეთ, მოერიდეთ ქორს! იცით, გუშინ, დღისით, ქორმ...ციყვი და კატა- გირჩევნია ცელქო ციყვო, მომერიდო იყო ფრთხილი. - რა საქმე მაქვს შენთან ფისო, მე რაც მინდა არის თხილი....ხაჭაპურის მცხობელ ტურასმთავარია, ძმაო ტურა, არ დაკარგო კლიენტურა! და თუ მართლა, ნაღდად, გინდა გახდე დიდი ბიზნესმენი; მიაღწიო წარ...ანბანთქებანანა, გიო, დათო, ანი... ა - ასოსა ჰქვია ან-ი. ბ - ასოსა ჰქვია ბან-ი. ხელები გვაქვს დასაბანი. გ - ასოსა ჰქ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026