kids.ge logo

ხე დარგე

ფავორიტებში დამატება

თბილისელი ხარ, შენს თბილისს
მზის სხივად გადაქარგე,-
ქორწინების წინ ხე დარგე,
შვილი გეყოლა, ხე დარგე!
ხე დარგე, როცა მოწყენ,
როცა მოილხენ ხე დარგე,-
ლელოს გატან, ხე დარგე,
კარგ ლექსს რომ დასწერ, ხე დარგე!
თუ ვერ დასწერე, რა უშავს,
ნურც რას იდარდებ, მეტადრე,
ხის დარგვა ხომ შეგიძლია,
შენც ადექი და ხე დარგე!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

საახალწლორაც ძველია, ძველია, ძველია და მიდის. დღეს ახალი წელია, ზეიმია დიდი. დაფიფქული წარბებით, დათრთვილული ქუდით...დღეგრძელობის წამალივინც იხეხავს კბილებს დილით, კერკეტ კაკალს გატეხს კბილით. თავს მხნედ იგრძნობს, კოხტად ივლის, თუ ვარჯიშობს ...თოვლის ბაბუაგადმოლახა ზღვები და გადმოლახა მთები - მოდის თოვლის ბაბუა დათოვლილი მხრებით, დათოვლილი წარბებით, დათოვლილი...გახსენებაროცა ვიტყვი ი მაშინ გამო...დი! ბალღური თითქოს გუშინ დასრულდა შინ და გარეთ, შინ, ჭრელკაბიან ასულთან თა...მ...ზოოპარკიარ შორდება არწივს სევდა, დათვი ტყის დარდს გულში იხვევს, ენატრებათ მაჩვებს მზე და ესიზმრებათ მთები ჯიხვებს...
„დრუნჩა“
ნახატის ავტორი:
ელენიკო (8 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

ვიდეო ლექსები

ბავშვების მიერ გაცოცხლებული მორის ფოცხიშვილის ლექსი „ხე დარგე“. თუ შენც გაქვს ამ ლექსის ვიდეო, გამოგვიგზავნე და გაუზიარე ის სხვებსაც!

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026